კომბოსტოთერაპია: ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი დააყენებს ფეხზე
უამრავი რამ მქონდა წაკითხული კომბოსტოს მარგებლობის შესახებ, მაგრამ არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ გამოვცადე. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა:
დედაჩემს ფეხზე, მუხლის ზევით, დიდი წანაზარდი გამოუვიდა. ხელის დადებაზეც სტკიოდა და შეუხებლადაც.
ორი თვე რით აღარ უმკურნალეს ექიმებმა — ერთი მალამო რომ არ შველოდა, ახლა
მეორეს დაადებდნენ, მერე — მესამეს და ასე.
ერთ საღამოს შეწუხებულმა დედამ თავისი გასაჭირი მეზობელს შესჩივლა, მან კი ურჩია, მტკივან ადგილზე ნედლი კომბოსტოს ფურცელი დაედო. 12 დღის განმავლობაში იტარებდა დედა კომბოსტოთერაპიას.
ყოველ დილით თავად ვადებდი წანაზარდზე კომბოსტოს ფოთოლს, მეორე დილით კი ვუცვლიდი. მე-13 დღეს წანაზარდის ირგვლივ წითელი წერტილები გაჩნდა. მეზობლისგან ვიცოდი,
რომ ეს კარგის ნიშანი იყო.
რამდენიმე დღეში წითელი წერტილები კანის ზევით გაიხსნა, წანაზარდისგან აღარაფერი დარჩა, ყველაფერი უკვალოდ გაიწოვა.
კომბოსტო В, С, PP, D, К ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. გარდა ამისა, მისი წყალობით ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.
კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი კუჭის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას უწყობენ ხელს, ხოლო იშვიათი ვიტამინი U გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება.
კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულსისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.