Მარტივი, ნატურალური რეცეპტი დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების მოცილებაში

799

Მარტივი, ნატურალური რეცეპტი დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების მოცილებაში

რა უწყობს ხელს ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების განვითარებას?

ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული დაავადება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ზედაპირული ვენების პათოლოგიური გაფართოებით, რაც იწვევს ვენებში არსებული სარქველების უკმარისობა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

 რამდენად არის აღნიშნული დაავადება სქესთან და ასაკთან შეჭიდული და რომელი ასაკობრივი ჯგუფის პრობლემაა ძირითადად?

ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება ძირითადად არის მდედრობითი სქესის პრობლემა და რაც საყურადღებოა, შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია.

თუ წლების წინ ძირითადად გვხვდებოდნენ პაციენტები 40 წლის ზემოთ, ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათია 25-35 წლის პაციენტები.

 რა არის ამ დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები?

მეცნიერების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ გენეტიკური ფაქტორი არის აღნიშნული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი მიზეზები და რისკ ფაქტორები მაინც დაკავშირებული არის ადამიანის ცხოვრების წესთან, კერძოდ:

  • ჭარბი წონა
  • ქვემო კიდურების ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა
  • მკვეთრად მოჭერილი ტანსაცმელი
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ფეხმძიმობა
  • ქვემო კიდურებზე გადატანილი ქირურგიული ოპერაციები და ტრავმები
  • ხანგრძლივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმარებ.

ამ პრობლების გადაჭრის მიზნით ხალხური მედიცინა გვიზიარებს ეფექტურ მეთოდს. 

Არსებობს მარტივი რეცეპტი, რომლისთვისაც საჭიროა მხოლოდ სამი კბილი ნიორი, 3/4 ჭიქა ფორთოხლის წვენი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ჯერ წვრილად გახეხეთ ნიორი და გადაიტანეთ სუფთა კონტეინერში. შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი და  ზეითუნის ზეთი. საბოლოოდ, შეანჯღრიეთ ნარევი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში და გააჩერეთ  დაახლოებით 12 საათი.

საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, კვლავ შეანჯღრიეთ ნარევი. წაისვით დაზიანებულ ადგილზე ნელი წრიული მოძრაობებით,  სანამ ნარევი არ შეიწოვება. შემდეგ შემოიხვიეთ ადგილი თბილი ბინტით ან პირსახოცით და გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

შვება სწრაფად უნდა იგრძნოთ. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცესი საჭიროებისამებრ. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შედეგი არის ინდივიდუალური.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები