როგორ გამოვიყენოთ თაფლი სწორად? – ეს რჩევები ბებიამ გამიზიარა

1246

როგორ გამოვიყენოთ თაფლი სწორად? - ეს რჩევები ბებიამ გამიზიარა

მინდა, თქვენს მკითხველს თაფლის სწორად გამოყენება ვასწავლო, განსაკუთრებით -კუჭის დაავადებების დროს.

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას თაფლი უნდა გავხსნათ 40-42 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში, რათა მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ორგანული ნივთიერებები და მიკროელემენტები არ დაიშალოს, და ასე მივიღოთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

თაფლი უნდა მივიღოთ დღეში 4-ჯერ: საუზმის, სადილის, ვახშმის წინ და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას თაფლი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ, მომატებული მჟავიანობისას 1,5-2 საათით, ხოლო ნორმალური მჟავიანობისას — 1 საათით ადრე.

დაქვეითებული მჟავიანობისას თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა გავხსნათ. დღეში შეიძლება მივიღოთ 120-150 გრამამდე თაფლი, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ შაქარსა და შაქრის შემცველ პროდუქტებზე.

თაფლთან ერთად არ არის რეკომენდებული თეთრი პურის, ცომეულის, მაკარონისა და კარტოფილის ჭამა.

სიფრთხილე მართებთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს — მათთვის თაფლით
მკურნალობა უკუნაჩვენებია. მინდა, მათ, ვისაც ნერვული დაძაბულობა და უძილობა აწუხებს, ვურჩიო თაფლზე მომზადებული ნაყენის მიღება:

კატაბალახას ფესვები დააქუცმაცეთ, აიღეთ 15 გრამი და მოათავსეთ ფაიფურის
ჭურჭელში. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დატოვეთ.
მეორე დღეს გადაწურეთ და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ 30 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ძილის წინ შეგიძლიათ ცოტა მეტიც მიიღოთ.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia