ამ მეთოდებით შეძლებთ შაკიკს თავი  დააღწიოთ სახლის პირობებში ყოველგვარი დანახარჯების გარეშე

640

ამ მეთოდებით შეძლებთ შაკიკს თავი  დააღწიოთ სახლის პირობებში ყოველგვარი დანახარჯების გარეშე

წლობით ვიტანჯებოდი თავის ტკივილით. ვინ მოთვლის, რამდენი აბი გადამიყლაპავს
და ინექცია გამიკეთებია, მაგრამ შაკიკს თავი ვერ დავაღწიე.

ხალხური მედიცინა შაკიკის საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ცხადია, ყველას ვერ გამოვცდიდი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ერთი კვალიფიციური ფიტოთერაპევტის რეკომენდაციით, რამდენიმე რეცეპტზე შევჩერდი:

– შეტევის დროს უნდა აიღოთ 1 ჩაის კოვზი ბაღის პიტნა და დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 20-30 წუთი, გაწუროთ და ჩაისავით დალიოთ.

– აიღეთ 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ 0,5 კგ ქერქიანად დაჭრილი, კურკაგამოცლილი ფორთოხალი, 300 გრამი შაქარი და აურიეთ. დაასხით ამ ნარევს  წითელი მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაში 1 საათის განმავლობაში ადუღეთ.

რომ გაცივდება, გაწურეთ. ჩენჩოც კარგად გამოწურეთ. გამონაწური შეგიძლიათ გადაყაროთ, წვენი კი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით და მიიღეთ მესამედი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

თავის ტკივილებს, მათ შორის — შაკიკით გამოწვეულსაც, კარგად აამებს მწვანე ჩაი,
რომელიც შაქრის ნაცვლად ასკილის ვაჟინით უნდა დაატკბოთ.

შაკიკს უხდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევიც. აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის
კოვზი და ყოველდღე, ჭამის დროს, მიირთვით.

5 სუფრის კოვზბარამბოს დავასხი არაყი, გავაჩერე სამი დღე და გავფილტრე. ვიღებ-
დი 1/4 ჭიქა წყლით განზავებულ 20 წვეთ ნაყენს დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

– ძიძოსგან კი ნაყენს ასე ვამზადებდი: ნახევარლიტრიან ბოთლში მესამედზე ვყრიდი ბალახს და ბოლომდე ვავსებდი არყით, ორი კვირით ვდგამდი სიბნელეში, შემდეგ ვფილტრავდი.

ამ ნაყენით ვიზელდი საფეთქლებს შეტევის დროს. მკურნალობა განაგრძეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები