დალიეთ ეს ნაყენი რათა ათეროსკლეროზმა ვერაფერი დაგაკლოთ

574

დალიეთ ეს ნაყენი რათა ათეროსკლეროზმა ვერაფერი დაგაკლოთ

ყოველმა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ თუ სიცოცხლით დიდხანს ტკბობა სურს, თავი უნდა არიდოს სტრესულ სიტუაციებს, უარი თქვას მავნე ჩვევებზე, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ ამის რეალურად გაკეთებას ცოტა თუ ახერხებს.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ორგანიზმისადმი არასწორი მოპყრობით ყველაზე მეტი ზიანი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ადგება, ამიტომ გთავაზობთ ხალხურ წამალს, რომელიც საშუალებას
მოგცემთ, გაისუფთაოთ სისხლძარღვები, რათა ათეროსკლეროზმა ვერაფერი დაგაკლოთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. ის სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენით ხასიათდება.

მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

რისკ-ფაქტორები

ათეროსკლეროზი განსაკუთრებით სარისკოა მამაკაცებში 50 წლიდან და ქალებში 60 წელს ზემოთ. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც ათეროსკლეროზის გამოწვევა შეუძლიათ ძალიან ბევრია, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს.

რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: ასაკი, სქესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.

– აიღეთ 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი ხმელი, დაფქული კატაბალახას ფესვი.

ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში,
დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. 5-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და მთელი ღამე ასე დატოვეთ.

დილით გადაწურეთ და მინის
ჭურჭელში ჩაასხით. უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ორკვირიანი კურსი გაიმეორეთ.

სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები