იცოდით, რომ თაფლის ნაყენი გულს ამაგრებს? 

288

იცოდით, რომ თაფლის ნაყენი გულს ამაგრებს? 

ინფარქტის რისკ–ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლსა და თამბაქოს, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, ცოტას მოძრაობენ.

რისკის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, კვების დარღვევა, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

წარმოგიდგენთ გულისთვის სასარგებლო კვების რაციონის სიას:

  • თაფლი;
  • სიმინდის ზეთი;
  • ქათამი;
  • ინდაური;
  • ხბო;
  • კურდღელი;
  • კვერცხის ცილა;
  • ცხიმმოხდილი რძე;
  • მაწონი;
  • ხაჭო;
  • უცხიმო ყველი;
  • უცხიმო თევზი;
  • ხილი;
  • პარკოსნები (ლობიო, ბარდა);
  • მოხარშული კარტოფილი;
  • რუხი პური;
  • შვრიის, სიმინდის ფაფა;
  • მინერალური წყალი;
  • ჩაი;
  • სუსტი ყავა;
  • ხილის წვენი;
  • მწვანილი.

ზომიერად ნებადართულია:

  • კარაქი;
  • მარგარინი;
  • ძროხის, ცხვრის ხორცი;
  • საშუალო ცხიმოვნობის ყველი;
  • ზეთში შემწვარი თევზი;
  • ნუში;
  • თეთრი ფქვილი;
  • უცხიმო შოკოლადი.

გულისთვის მავნებელია შემდეგი საკვები და სასმელი:

  • ქონი;
  • ცხიმიანი ხორცი;
  • ძეხვი;
  • იხვისა და ბატის ხორცი;
  • ქათმისა და ინდაურის კანი;
  • რძე;
  • არაჟანი;
  • ცხიმიანი ყველი და მაწონი;
  • ქონში შემწვარი კარტოფილი;
  • უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური;
  • ფუნთუშეული;
  • ცხოველურ ცხიმებზე მომზადებული კერძები;
  • მაგარი ყავა.

აიღეთ 500 გრ. თაფლი და 1/2 ლ. არაყი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დადგით საშუალო ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ. 3 წთ–ში ცეცხლს დაუწიეთ (არ მისცეთ ადუღების საშუალება) და ურიეთ მანამ, სანამ ზედაპირზე თეთრი ქაფი არ
გაჩნდება. მას შემდეგ, რაც მთელი ფენა გათეთრდება, გადადგით და გააცივეთ.

აიღეთ თითო მწიკვი გვირილა, შავბალახა, ბერულა, მატიტელა და კატაბალახას დაქუცმაცებული ფესვი. ნარევი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით ლიტრი მდუღარე და დააყენეთ 45 წთ. შემდეგ გაწურეთ ორმაგ დოლბანდში, გააცივეთ.

შეურიეთ თაფლის, მცენარეთა ნარევი. გადაასხით კარგად დაცულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

პირველი კვირა – დღეში 2-ჯერ 1 ჩ.კ (დილით, ჭამამდე, საღამოს -2 ჩ.კ. ჭამამდე);
მეორე კვირა მიღების წესი იგივე, მაგრამ თითო ჩ.კ. მკურნალობის კურსი — 1 წელი.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

frenis kompensacia
frenis kompensacia