თუ თქვენ გაქვთ ქვები ნაღვლსადენ გზებსა და ღვიძლში, მაშინ მოამზადეთ ეს საშუალებები

1137

თუ თქვენ გაქვთ ქვები ნაღვლსადენ გზებსა და ღვიძლში, მაშინ მოამზადეთ ეს საშუალებები

უკეთ რომ გავიგოთ, რას გვერჩიან უადგილო ადგილას დაგროვილი ქვები, მოდით, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ.

სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან წვრილი ნაწლავისკენ მიემართება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდეს,  ჯერ ნაღვლის ბუშტში – მსხლის ფორმის ღრუ ორგანოში – ხვდება, სადაც გროვდება და კონცენტრირდება, აქედან ნაღვლის საერთო სადინარში გადადის და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში ჩაედინება, სადაც იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) სადინარიც.

ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება, სანაღვლე გზების წყალობით წვრილ ნაწლავამდე მიდის და საჭმლის მონელებაში მონაწილეობს.
მისი შემადგენლობა ასეთია: წყალი, ქოლესტეროლი (ქოლესტერინი), ლიპიდები (ცხიმები), ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.

არყის ხის ფოთოლი

არყის ხის პატარა ფოთლები შეაგროვეთ და გაახმეთ. აიღეთ 2 ს.კ. ფოთოლი 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ მოცულობა არ განახევრდება, როდესაც გაცივდება, გაწურეთ. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 3 თვე. ეს საშუალება კარგია პატარა ქვების დროს. წამლის მიღება გამოიწვევს ტკივილს, ჭვალს, გულისრევას. ყველაფერი უნდა მოითმინოთ. ყველა ქვა გამოვა.

კომბოსტოს მწნილის წვენი

ყოველდღე მიიღეთ 0,5-1 ჩ.ჭ. კომბოსტოს მწნილის წვენი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1,5-2 თვე.

ბოლოკი და  თაფლი.

ბოლოკი გახეხეთ და წვენი გამოწურეთ, დაამატეთ იგივე რაოდენობის თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1/3-1/2 ჩ.ჭ. დღეში. შემდეგ დოზა თანდათან გაზარდეთ 1 ჩ.ჭ.-მდე დღეში.

ეს საშუალება თავიდან აგაცილებთ თირკმელებში და ნაღვლსადენებში ქვების წარმოქმნას, ასევე ხელს უშლის ათეროსკლეროზის და  ღვიძლის დაავადებების განვითარებას.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები