თუ ტერფის სოკო დაგესხათ თავს აი რა უნდა მოიმოქმედოთ სასწრაფოდ

2031

თუ ტერფის სოკო დაგესხათ თავს აი რა უნდა მოიმოქმედოთ სასწრაფოდ

გასწავლით, როგორ დაიცვათ სოკოსგან მარტივად.

ნახევარლიტრიან ქილაში ჩაასხით 50 გრამი 90%-იანი ძმრის ესენცია, ჩააგდეთ შიგ
1 ცალი ქათმის კვერცხი. კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და სიგრილეში დადგით. არ შედგათ მაცივარში!

იაფი ავიაბილეთები avia.ge

24 საათის შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და კიდევ 24 საათი გააჩერეთ იმავე ადგილას. ამის შემდეგ მალამო მზად არის.

თხლად წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ და არ ჩამოიბანოთ. ასე გაიმეორეთ 3-4 დღე, მერე დაიბანეთ ფეხები და დააკვირდით — თუ
სოკოს ნიშნებს ჯერ კიდევ ამჩნევთ, 3-4-დღიანი კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

გასწავლით მეორე ხერხსაც:

წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზის სინათლეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ.

მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 1 თვით.

ამის შემდეგ წამალი მზად არის. უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.

თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი უკვე შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ ლიმონის წვენი ან გახეხილი ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი, თანაფარდობით 1:1.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები