კალანხოესა და ლიმონის ნაყენი სპირტით: საუკეთესო ანთების საწინააღმდეგო საშუალება
კალანხოეს სპირტიან ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს კანის ეპითელიზაციას, წმენდს ჭრილობებს და წყლულებს.
გარეგანად იყენებენ ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების, ძუძუსთავების დასკდომის, ცუდად შეხორცებადი ჭრილობების დროს.
სავლების სახით კალანხოეს უნიშნავენ სტომატიტის, გინგივიტის და პაროდონტოზის დროს.
იყენებენ, ასევე, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს საღამოს დაიზილეთ ფეხები ქვევიდაზევით. ტკივილი თითქმის მაშინვე გაგივლით, მაგრამ საბოლოო განკურნებისთვის ეს პროცედურა ყოველდღე უნდა გაიმეოროთ 4 თვის განმავლობაში.
ნახევარლიტრიან ბოთლში მოათავსეთ 300 გრ. შუაზე გაჭრილი კალანხოეს ფოთოლი, შეავსეთ ბოთლი 400 მლ. არყით. დადგით ბნელ ადგილას და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
ლიმონის სპირტიანი ნაყენი
ლიმონის სპირტზე ნაყენს იყენებენ ვენების გასამაგრებლად 80–100 გრ. დანაყილი ლიმონის ცედრა, 10 გრ. მარილი, 5-6 შავი პილპილის მარცვალი, 1 ლ. არაყი.
ყველა კომპონენტი მოათავსეთ ბოთლში და დაასხით არაყი. დააყენეთ 6 კვირის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 20 წვეთი ერთხელ დღეში.
აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.