იცოდით, რომ თხის რძე სამკურნალო ყოფილა?
თხის რძის ცილას ძროხის რძის ცილისგან განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ასევე, განსხვავებულია მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რძის მონელების თვალსაზრისით.
თხის რძის მიღების შემდეგ ბავშვის კუჭში წარმოქმნილი შენადედების ზომა და სიმკვრივე გაცილებით ნაკლებია ძროხის რძის მიღების შემდეგ წარმოქმნილი
შენადედების ზომაზე და სიმკვრივეზე.
თხის რძის ცხიმები უფრო ადვილად და უკეთ შეითვისება. ქალის რძესთან შედარებით თხის რძე უფრო მინერალიზებულია (2–3–ჯერ მეტია კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, ნატრიუმის შემცველობა).
თხის რძეში: ფოლიუმის მჟავა ნაკლებია, ვიდრე ძროხის და ქალის რძეში;
B, BGB, და PP ვიტამინების რაოდენობა თითქმის იგივეა ძროხის რძესთან შედარებით;
მცირეა E და C ვიტამინების შემცველობა
ძროხის რძესთან შედარებით.
თხის რძე დაიხსნის თქვენს პატარას ფაღარათისგან, ხოლო ალერგოლოგები მას ურჩევენ ისეთ ბავშვებსაც კი, რომლებიც ვერ იტანენ ძროხის რძეზე მომზადებულ პროდუქტებს (თხის რძის მონელება უფრო ადვილია).
უნდა ითქვას, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ახალამოწველილ რძეს აქვს, 2–3–დღის შემდეგ ეს წამალი აღარ არის - უბრალო მკვებავი პროდუქტია.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.