ხალხური საშუალებები, რომელთა გამოყენებით მრავალ პრობლემას გადაჭრით

181

ხალხური საშუალებები, რომელთა გამოყენებით მრავალ პრობლემას გადაჭრით

ჭრილობაზე საფენების სახით დაიდეთ შამპინიონები (10 ხმელი სოკო 1 ჩ.ჭ. წყალზე).

კბილის ტკივილის დროს დააყენეთ სალბი და გამოივლეთ პირში ან გააჩერეთ პირში თბილი ნახარში, რაც შეიძლება, დიდხანს.

სანთლიანი თაფლის ღეჭვა სასარგებლოა ღრძილებისთვის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტისთვის. იგი შეუცვლელია ჰაიმორიტის და ასთმის დროს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ეს ჩაი გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას, მოგიხსნით კუჭ–ნაწლავის სპაზმებს, გაგიუმჯობესებთ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. აიღეთ თანაბარი რაოდენობით მოცვის და შორთხვის ნაყოფი. დააქუცმაცეთ 2 ს.კ. ნარევი, დააყენეთ 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყლით, ადუღეთ 20 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში.

კიდევ ერთი ჩაის რეცეპტი: აიღეთ სამ–სამი კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი, 2 კოვზი პიტნის ფოთოლი და თითო–თითო კოვზი კატაბალახას და კოთხოჯის ფესვი. ნარევი კარგად დააქუცმაცეთ. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. გაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დილით და საღამოს.

მიოკარდიტის დროს აიღეთ შროშანას ყვავილი 2 წილი, დიდი კამას ნაყოფი — 4 წილი, პიტნის ფოთოლი 6 წილი, კატაბალახას ფესვი — 8 წილი. მიიღეთ ამ მცენარეების ნარევისგან მომზადებული ნაყენი — 1/3 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში.

ნერვული აღგზნების დროს აიღეთ: კატაბალახას ფესვი — 4 წილი, გვირილის ყვავილი 6 წილი, კვლიავის ნაყოფი — 10 წილი. მიიღეთ 0,5 ჩ.ჭ. ნაყენი 2–ჯერ დღეში.

უძილობის დროს აიღეთ:

გვირილის ყვავილი 4 წილი, პიტნის ფოთოლი — 4 წილი, დიდი კამას
ნაყოფი – 4 წილი, კატაბალახას ფესვი -4 წილი, კვლიავის ნაყოფი -4  წილი. მიიღეთ ნახარში დილით 1-2 ჩ.ჭ , საღამოს 1 ჩ.ჭ.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები