ჩემი მეგობრის წყალობით დავამარცხე რადიკულიტი – მთავარია გქონდეთ თაფლი, ალოე და წითელი ღვინო

1287

ჩემი მეგობრის წყალობით დავამარცხე რადიკულიტი – მთავარია გქონდეთ თაფლი, ალოე და წითელი ღვინო

ახალგაზრდობაში მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ რადიკულიტი თხუთმეტი
წელი მიწამლავდა სიცოცხლეს, ვიდრე მეგობარმა ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინისგან წამლის დამზადება არ მასწავლა.

თავდაპირველად რეცეპტს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ ძმაკაცს გულს როგორ ვატკენდი, მეუღლეს მითითება მივეცი და მეორე დღესვე წამალი მზად იყო, სცადეთ თქვენც. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი
(მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.

ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით. ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის.

ის 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ- თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. 1 თვის შემდეგ — 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.

მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილები სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ. ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკულ თავის ტკივილს, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები