ბრინჯის ბურახი ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის

520

ბრინჯის ბურახი ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის

რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ფიზიკურმა შრომამ წელის მალების ოსტეოქონდროზი დამმართა.

მედიკამენტური მკურნალობის წყალობით მწვავე ტკივილები აღარ მაწუხებს, მაგრამ საკმარისია, წლის გარდამავალ პერიოდში ამინდის ცვალებადობა დაიწყოს, რომ ავადმყოფობა კვლავ მახსენებს თავს.

სწორედ ამ დროს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად ბრინჯის ბურახს. რამდენიმედღიან „თერაპიას“ვიტარებდა ტკივილიც კარხნით მავიწყდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გთავაზობთ ბრინჯის ბურახის რეცეპტს:

1 ლ წყალი აადუღეთ და გააცივეთ, შემდეგ ჩაყარეთ შიგ 4 სადილის კოვზი ნებისმიერი
(მრგვალი ან გრძელი) ბრინჯი, 3 სადილის კოვზი შაქარი და 5-10 ცალი ქიშმიში. დააყენეთ მზეზე 4 დღის განმავლობაში, თუ ძალიან ცხელა,3 დღეც იკმარებს, —გაწურეთ და წვენი მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

პირველი ნაყენის გაწურვის შემდეგ დარჩენილ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ კიდევ 3 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი,5 ცალი ქიშმიში და დააყენეთ იმავე წესით.

მესამედ გაწურვის შემდეგ ნედლეულს დაამატეთ 2 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი, 3 ცალი ქიშმიში. მეოთხე დღეს კი უკვე ახალი უნდა მოამზადოთ და კვლავ
სამი დღე მიიღოთ. შემდეგ შეისვენეთ. თუ ტკივილმა უკან არ დაიხია, შეგიძლიათ კიდევ ერთი სამდღიანი კურსი ჩაიტაროთ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia