ჭიების გამოდევნის საუკეთესო საშუალება გახლავთ ბწოეულის ქერქი : აი როგორ უნდა მოამზადოთ 

12039

ჭიების გამოდევნის საუკეთესო საშუალება გახლავთ ბწოეულის ქერქი : აი როგორ უნდა მოამზადოთ 

მახვილა ჭია, იგივე ენტერობიაზი (ან ენტერობიოზი) არის მცირე ზომის პარაზიტული ჭია, რომელიც ადამიანის მსხვილ ნაწლავს აინფიცირებს.

მახვილა ჭია გაერთიანებულ სამეფოში ჭიის ყველაზე ხშირი ფორმაა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მახვილა ჭია მცირე თეთრ ძაფს წააგავს. შესაძლოა ის თქვენი ბავშვის უკანა ტანის მიდამოში ან განავალში შენიშნოთ.ისინი ყოველთვის არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამ დაავადებული ადამიანები უკანა ტანის და საშოს არეში ქავილს ამჩნევენ. ქავილი შესაძლოა ღამით დამძიმდეს და ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

როგორ ვრცელდება მახვილა ჭია?
მახვილა ჭია დაინფიცირებული ადამიანის ანუსში (უკანალში) კვერცხებს დებს, ძირითადად ღამით. კვერცხებთან ერთად ლორწოც გამოიყოფა, რაც ქავილს იწვევს.

თუ კვერცხები მოქავებისას თითზე მოხვდა, ისინი შესაძლოა პირის ღრუს, სხვადასხვა ზედაპირს ან ტანსაცმელს გადაეცეს. ადამიანებს, რომლებიც დაბინძურებულ ზედაპირს შეეხებიან, კვერცხების პირში მოხვედრის რისკი აქვთ.

მახვილა ჭიის კვერცხები გამოჩეკვამდე, 2 კვირამდე ცოცხლობენ. თუ კვერცხი ანუსში გამოიჩეკა, მაშინ ახალდაბადებულ ჭიას უკან, ნაწლავებში შეღწევა შეუძლია.

გადაყლაპული კვერცხები ნაწლავებში იჩეკება. ორი კვირის შემდეგ ჭია ზრდასრულ ზომას აღწევს და ამ ციკლის ახლიდან დაწყებით იწყებს გამრავლებას.

მახვილა ჭიები თუ ასეთი ძნელი მოსაცილებელი იქნებოდა, არ მეგონა. საკმარისი იყო, ჩემი პატარა საბავშვო ბაღში გამეშვა, იმავე თვეში ენტერობიოზი ეწყებოდა.

საბედნიეროდ, დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბაღში სიარულის დროს ჭიების გადადების ალბათობა იმდენად დიდი იყო, მკურნალობიდან 2-3 თვეში ხელახლა სამკურნალო ვხდებოდით.

არადა, ანტიჰელმინთური პრეპარატების უმრავლესობის მიღება მხოლოდ  6 თვის შემდეგ არის ნებადართული და მათი ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი.

ამით შეწუხებულმა, ერთ ნაცნობს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და მან მასწავლა საშუალება,
რომელიც შეუზღუდავად შეიძლება გამოიყენოთ მახვილა ჭიების მოსაცილებლად. იგი ყველასათვის კარგად ნაცნობი და ხელმისაწვდომი ბროწეულისგან მზადდება.

ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიიღოთ 30 წუთის განმავლობაში, მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება — ეს პარაზიტების გამოდევნას გააადვილებს.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

frenis kompensacia
frenis kompensacia