გულძმარვის დროს ეს ნაყენი თქვენი მშველელი გახდება
გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია. ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის (კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნების) ნიშანია, ხოლო მისი ხშირი გამეორება გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე მიუთითებს.
რა სიმპტომები ახასიათებს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს?
– ძირითადად – გულძმარვა, გულისრევა, იშვიათად – ღებინება. არ არის გამორიცხული პირწყალი, სველი ბალიშის სიმპტომი (დილით ნერწყვით დასველებული ბალიში), სწრაფად დანაყრების შეგრძნება, მუცლის შებერვა ეპიგასტრიუმის არეში ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგ.
გულძმარვის შეგრძნება კუჭის სეკრეტის მჟავიანობაზე არ არის დამოკიდებული – საყლაპავის ლორწოვანი მჟავას მიმართ ძალზე მგრძნობიარეა, ამიტომ ისიც კი, რაც კუჭისთვის დაბალ სიმჟავედ ითვლება, საყლპავისთვის მაღალია და გულძმარვას იწვევს.
გამუდმებით მაწუხებს გულძმარვა. ერთხანს მინერალური წყლებითა და სოდიანი წყალხსნარით ვშველოდი თავს, მაგრამ შვება რამდენიმე საათს თუ გაგრძელდებოდა.
სადაც არ უნდა მივსულიყავი, ან ბორჯომს ვითხოვდი, ან სოდიან წყალს. ერთ დღეს ხალხური მედიცინით დავინტერესდი და დავიწყე კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა.
რამდენიმე რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მომგვარა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს:
აურიეთ ერთმანეთში გამომშრალი და დაქუცმაცებული 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კამა, 2 სუფრის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი,2 საათი გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში,ჯერზე — 1-2 სუფრის კოვზი.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ვიღებ ჭამის წინ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და არაფერი დაშავებულა.
გააქტიურებული ნახშირი - სრულიად უსაფრთხოა. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. ნახშირის რამდენიმე აბს წყალი უნდა მიაყოლოთ.
მეტი ეფექტიანობისთვის დანაყეთ 10 აბი ნახშირი, გახსენით 100-150 მლ რძეში და ერთბაშად დალიეთ. ერთადერთი უსიამოვნო შედეგი, რაც ნახშირის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, ნაწლავთა ფუნქციის ცვლილებაა, ასე რომ, ამ მეთოდს რეგულარულად ნუ მიმართავთ