თუ თქვენ ვარიკოზმა შემოგიტიათ აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს

2900

თუ თქვენ ვარიკოზმა შემოგიტიათ აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს

წლების განმავლობაში გამყიდველად ვმუშაობდი და რა გასაკვირია, რომ საპენსიო ასაკისთვის უკვე ჩამოყალიბებული ვარიკოზი მქონოდა.

დიდხანს არ ვაქცევდი სათანადო
ყურადღებას, ექიმთან მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ სხვა საშველი, გარდა ქირურგიული მკურნალობისა, არ იყო. ექიმმა მირჩია, ამომეკვეთა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მოგეხსენებათ, რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან, ოპერაცია გჭირდებაო.

ერთადერთი, რაც ამ დროს აზრად მოგდის, ის არის, რომ ცდილობ, ალტერნატიულ გზას
მიაგნო და მეც მივაგენი. მინდა, ყველას გავაცნო ეს წამალი, რომლის წყალობითაც ოპერაციას გადავურჩი.

აიღეთ 250 გრამი გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, ეს წამალი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ პათოლოგიური პროცესი არც ისე ღრმად და შორს არის წასული — ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.

ვენების ტონუსს ამაღლებს სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 5 წუთით და გადაწურეთ.

მიიღეთ 2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე,
სვიას სუსტი საძილე თვისება აქვს, ამიტომ სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ.

ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი შეგიძლიათ გაფართოებულ ვენებზეც
დაიდოთ.

აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი კატაბალახას გამომშრალი, დაქუცმაცებული თესლი. დაასხით ამ ყველაფერს 2 ლიტრი ადუღებული წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გადაწურეთ.

მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-კვირიანია. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia