ართროზით გამოწვეულ ტკივილს ეს საშუალებები დაგიამებთ - მათი ეფექტურობა დადასტურებულია
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ცერა თითი მოხრის დროს ტკაცუნებდა, შემდეგ გამისივდა და ამტკივდა. დამისვეს ართროზის დიაგნოზი და რამდენიმე პროცედურის ჩატარება შემომთავაზეს.
ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე, მაგრამ არ მიშველა, პირიქით, მდგომარეობა სულ უკან-უკან მიდიოდა. თითის მოხრასაც ვეღარ ვახერხებდი.
დავიწყე ნაირ-ნაირი კომპრესის კეთება. არც ამან მიშველა. შემდეგ გვირილის ნაყენის აბაზანები მირჩიეს. ამ საშუალებამ კი ნამდვილად გაამართლა.
2 სუფრის კოვზ გვირილას ვასხამდი 2 ლიტრ წყალს, 3 წუთს ვადუღებდი დაბალ ცეცხლზე. 50-60 გრადუსამდე რომ შეგრილდებოდა, თითს შიგნით ვყოფდი და თან ვიზელდი. პროცედურა 20 წუთს გრძელდებოდა (ნაყენს არ ვაძლევდი გაციების საშუალებას და პერიოდულად ცხელ-ცხელს ვამატებდი), შემდეგ თითს პირსახოცით ვიმშრალებდი და 5-10 წუთით ვიფუთნიდი.
პროცედურას ვიტარებდი ძილის წინ. შვება პირველივე ჯერზე ვიგრძენი. დილით თითი ოდნავ ჩამცხრალი იყო და მოხრაც შემეძლო.
სამი პროცედურის შემდეგ შესივება მთლიანად ჩაცხრა, თითის მოხრა-გაშლის დროს ტკაცუნი აღარ ისმოდა, მაგრამ შედეგის გასამყარებლად მკურნალობა მაინც გავაგრძელე. სულ 15 პროცედურა ჩავიტარე, მეტი ჯერჯერობით აღარ დამჭირვებია.
ასევე გამზადებდი ამ წამალს, რომელიც არააკლე ეფექტურია.
1 სმ სისქის ლიმონის ნაჭრით ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვიზელდი მტკივან სახსარს, რამაც ენით აუწერელი შედეგი მომცა.
გარდა ამისა, ტკივილის მოსახსნელად პერიოდულად ვიკეთებ შვრიის ფანტელების (ჰერკულესის) კომპრესს:
ვყრი ქვაბში ერთ მუჭა ჰერკულესს, ვასხამ 2 ჭიქა წყალს და ვდგამ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ (თან გამუდმებით ვურევ), შემდეგ გადმოვდგამ ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, ვიკეთებ კომპრესს. ვიტოვებ 1 საათს, თუმცა ტკივილი მალევე ცხრება.
ან:
ვურევ 100 გ სპირტში 50 გ ქაფურს, ვამატებ 50 გ მდოგვის ფხვნილს, ცალკე ვთქვეფ 2-3
კვერცხის ცილას და ვამატებ უკვე მომზადებულ მდგოვისა და სპირტის ნაზავს. ამ საშუალებით პერიოდულად ვიზელ მტკივან სახსარს და ძალიან მშველის.
აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.