მინდა შემოგთავაზოთ ბუასილის წამალი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე:
ბუასილი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებს შორის სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბოლო წლების მონაცემებით, ბუასილი პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.
წარმოგიდგენთ ბუასილის წარმოქმნის რამდენიმე რისკ–ფაქტორს:
- ყაბზობა.
- დიარეა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ორსულობა.
- მშობიარობა;
- ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა;
- მენსტრუაცია;
- ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი;
- სპორტის შემდეგი სახეები: ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.
ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს.
უმი კარტოფილისგან გამოჭერით სანთელი და ჩაიდგით უკანა ტანში.
აიღეთ ასეთი ნაკრები: მუხის ქერქი 3 წილი, სელის თესლი 3 წილი, გვირილის
ყვავილი 4 წილი. 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 40 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ გაგიუმჯობესებთ ნაწლავთა მოქმედებას.
აიღეთ 10 გრამი წაბლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ დამსკდარ კვანძებზე.
თუჯის ჭურჭელში მოა კსეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 10 გრამი სუფთა პროპოლი-
სი, 50 მლ ზეთი, 50 გრამი თაფლის სანთელი. ჭურჭელი შედგით კარგად გახურებულ ღუმელში, ვიდრე ყველა კომპონენტი კარგად არ გალღვება, მერე გამოიღეთ და გააცივეთ.
ძილის წინ ამ ნარევით გაჟღინთეთ დოლბანდის ტამპონი და ჩაიდეთ ანალურ ხვრელში მთელი ღამით. ასე გაიმეორეთ ყოველ ღამე ჩივილების გაქრობამდე.
აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.