ძალიან მიყვარს ძახველი და მისგან უამრავი წამლის დამზადება ვისწავლე – მინდა თქვენც გაგიზიაროთ

644

ძალიან მიყვარს ძახველი და მისგან უამრავი წამლის დამზადება ვისწავლე – მინდა თქვენც გაგიზიაროთ

ყველა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე
ქმარზე, შვილებზე, შვილიშვილებზე — მაქვს გამოცდილი. მე და ჩემი მეუღლე წნევის დამწევ და დამამშვიდებელ საშუალებად ვიყენებთ, ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ვასმევ, ხველისა და ბრონქიტის დროს კი დიდებიც ვსვამთ და პატარებიც.

1. ძახველის ნაყოფი მოთუთქეთ მდუღარე წყალში და შემდეგ თუშფალანგზე გახეხეთ.
დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი, ჩაასხით ქილაში და დადგით. ერთი კვირის შემდეგ გემრიელი წამალი მზად იქნება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ უზმოზე ერთ სუფრის კოვზს მიირთმევთ, ვიტამინების დღიური ნორმაც მიღებული გექნებათ და არც წნევა შეგაწუხებთ. თუ მაღალ წნევას უჩივით, დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ მიიღეთ, მაგრამ თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, დღეში ერთ კოვზზე მეტი არ შეიძლება.

2. 1 სუფრის კოვზ ძახველს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ. ანგინის დროს ივლეთ, ხოლო თუ ხმა გაქვთ ჩახლეჩილი, დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

3. ბრონქიტის დროს 3 სუფრის კოვზი ძახველის ნაყოფი3 სუფრის კოვზთაფლში აურიეთ და დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს ჩაისავით სვით თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში ერთხელ.

4. ნერვიულობისა და შფოთვის დროს 250გძახველი გახეხეთ, ნელ-ნელა დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და თან ურიეთ.

გააჩერეთ 3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

5. უეცარ თავის ტკივილს ახალგამოწურული ძახველის წვენი ტკივილგამაყუჩებელზე
არანაკლებ დაგიამებთ.

10-15გ (1 სუფრის კოვზ) მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ არაყი და ორი კვირით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები