თუ თქვენ დაიღალეთ ჭაღარა თმის შეღებვით, მაშინ სცადეთ ეს საშუალება – ამის შემდეგ  აღარ მოგიწევთ საღებავების ყიდვა

10835

თუ თქვენ დაიღალეთ ჭაღარა თმის შეღებვით, მაშინ სცადეთ ეს საშუალება – ამის შემდეგ  აღარ მოგიწევთ საღებავების ყიდვა

გაჭაღარავების დროს იწყება თმის ფერის ცვლილების შეუქცევადი პროცესი. პიგმენტის გაქრობისა და ჰაერის ბუშტუკებით ღერების შევსების გამო თმა მოთეთრო-ვერცხლისფერს იღებს.

ჭაღარების დასაფარად  ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა თმის შეღებვაა.
მაგრამ ხშირად, ამ ქიმიკატთაგან ბევრი იწვევს თმის მუდმივ დაზიანებას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჭაღარა თმის მოცილებისას ყველაზე კარგი გამოსავალია  ნატურალური საშუალბების გამოყენება.  გაჭაღარების უამრავი მიზეზი არსებობს.

გენეტიკური მიზეზები

გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, თუ ოჯახში წინა თაობებს ახასიათებდათ ნაადრევი გაჭაღარავება დიდი შანსია მომავალ თაობასაც გადაეცეს.

Სტრესი

დღესდღეობით ძალიან დიდ სტრესს ვაწყდებით სამსახურში, სახლში, ამას ემატება უძილობა  და ა.შ.

მამაკაცის გაჭაღარავების ბუნებრივი პროცესი იწყება თავზე თმის გათეთრებით, შემდეგ ვრცელდება ულვაშებზე, წვერებზე (ნიკაპიდან), სხეულზე.

ქალებს პირველი ჭაღარა საფეთქლის არეში უჩნდებათ, მერე კი კეფისა და თხემისკენ გადაინაცვლებს.

პრაქტიკულად შეუძლებელია, ჭაღარა თმას დავუბრუნოთ თავდაპირველი ფერი, მაგრამ თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეიძლება მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა ვცადოთ ან შევაჩეროთ მაინც პროცესი.

ჭაღარა თმის საუკეთესო დამხვარე არის ქოქოსის ზეთი.  იგი გრძელი, ლამაზი და ძლიერი თმის საიდუმლოა.

ქოქოსის ზეთი მდიდარია ნახშირწყლებით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც თქვენს თმას საჭირო დახმარებას უწევს.

მას მრავალი ცივილიზაცია იყენებდა და დაამტკიცა, რომ თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ქოქოსის ზეთის რეგულარული გამოყენება იწვევს თმის  ძირების გამაგრებას და გაჯანსაღებას.

მომზადების წესი: 

გაათბეთ 2-3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი დაახლოებით 20 წამის განმავლობაში.
შეიზილეთ თმის ძირები თბილი ქოქოსის ზეთით. გაიჩერეთ 10 წუთი.  ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ გაიმშრალეთ თმა. უფრო მეტი შედეგისთვის შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენიც დაუმატოთ.

გაიმეორეთ ეს მარტივი პროცედურა  ყოველდღე, შხაპის მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე და მიაღწიეთ სასურველ ეფექტს.

რეგულარული გამოყენება, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ თანდათან მოიცილოთ ჭაღარა თმა და მისცეთ თმას საჭირო სიცოცხლისუნარიანობა .

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Facebook კომენტარები