3 საუკეთესო  სმუზი მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად

688

3 საუკეთესო  სმუზი მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად

Ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი წვენები ხელს უწყობს თირკმელების გაწმენდას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით და სითხის შეკავებით.

რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

სისხლძარღვთა სისტემაში სისხლი ხვდება გულის შეკუმშვის – სისტოლის შედეგად. სისტოლის დროს სისხლი აწვება მსხვილი არტერიების კედელს გარკვეული ძალით, რაც ქმნის სისტოლურ არტერიულ წნევას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გულის მოდუნების – დიასტოლის დროს სისხლის ნაკადი მცირდება, რაც შეესაბამება დიასტოლურ არტერიულ წნევას.

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას.

ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში.

 არტერიული ჰიპერტენზიის რა ფორმები არსებობს?

არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გამომჟღავნდეს, როგორც პირველადი დაავადება და როგორც სხვა დაავადების სიმპტომი. პირველ შემთხვევაში მას უწოდებენ ესენციურ ჰიპერტენზიას, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმპტომურ ჰიპერტენზიას. ორივე ფორმა ერთნაირად საყურადღებოა გართულებების

ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ოთხი ძირითადი პრობლემა:

თირკმლის დაზიანება

დარღვევები გულის მუშაობაში

არტერიების გამკვრივება

მხედველობის პრობლემები

მაღალი არტერიული წნევის რისკის შესამცირებლად აუცილებელია მისი კონტროლი შესაბამისი მედიკამენტებით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიცილოთ არტერიული წნევა ჯანსაღი მწვანე წვენების დალევით, რომლებსაც აქვთ ორგანიზმის დეტოქსიკაციის უნარი, სისხლის ნაკადის რეგულირება და თირკმელების პრობლემების თავიდან აცილება შეუძლიათ.

თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევის პრობლემები არ დააყოვნოთ – სცადეთ მწვანე წვენის შემდეგი რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ და გაუმკლავდეთ არტერიულ წნევას თირკმელების გაწმენდისას.

Პომიდვრის, კიტრისა და სტაფილოს სმუზი : 

ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი
  • 2 სტაფილო
  • 1 პომიდორი
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • ½ ჭიქა წყალი

გარეცხეთ პომიდორი, კიტრი და სტაფილო და დაჭერით ნაჭრებად. შემდეგ ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ  ოხრახუში და ნახევარი ჭიქა წყალი. დალიეთ კვირაში 3-ჯერ მაინც.

ანანასის, გრეიფრუტის და ისპანახის სმუზი:

ინგრედიენტები:

  • 1 გრეიფრუტი
  • 2 ნაჭერი ანანასი
  • მუჭა ისპანახის ფოთოლი
  • ½ ჭიქა წყალი

გამოწურეთ გრეიფრუტის წვენი და ყველა ინგრედიენტთან ერთად აურიეთ ბლენდერში .  ურიეთ რამდენიმე წამით და დალიეთ. მიირთვით  ეს სმუზი ყოველდღე უზმოზე.

Კივის, ისპანახის და სალათის ფოთლის სმუზი

ინგრედიენტები: 

  • 1 კივი
  • ისპანახი 5 ფოთოლი
  • 3 სალათის ფოთოლი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 ჭიქა წყალი

კივს  გააცალეთ კანი და გარეცხეთ ისპანახი და სალათის ფოთოლი. შემდეგ აურიეთ ისინი ბლენდერში ჭიქა წყალთან ერთად და აურიეთ რამდენიმე წამის განმავლობაში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დალიეთ ახლად მომზადებული, სასურველია უზმოზე.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Facebook კომენტარები