შავი სეზამის თესლის სამკურნალო თვისებები : ამის შესახებ ბევრმა არ იცის

1017

შავი სეზამის თესლის სამკურნალო თვისებები : ამის შესახებ ბევრმა არ იცის

შავი სეზამი იგივე ქუნჯუთი. გამოიყენება როგორც კულინარიაში ასევე ხალხურ მედიცინაში. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები, ცხიმები მიკრო დამაკრო ნივთიერებები და ა. შ.

ორგანიზმზე ახდენს დადებით და გამაჯანსაღებელ მოქმედებას. შავი სეზამის მარცვალი მდიდარია კალციუმით და რკინით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

შავი სეზამის დაადებითი თვისებები

ქოლესტერინი არის ერთერთი ყველაზე ვერაგი მტერი სისხლძარღვებისთვის, შავი სეზამის თესლი დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან განმკლავებაში. მისი გამოყენებით დაბლა დაწევთ მის დონეს სისხლში და ხელს შეუშლით მის ახალ წარმოქმნას.

ანემიას იწვევს რკინის ნაკლებობა სისხლში. რკინის დეფიციტის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ ქუნჯუთის შავი მარცვლები რდგან ისინი მდიდარია რკინით. მისი სისტემატიური გამოყენება შეგიმსუბუქებთ ანემიას.

კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმითვის სახიფათოა ნებისმიერ ასაკში. მაგრამ განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმულებისთვის რადგან იქმნება ძვალსახსროვანი ქსოვილის დაავადების რისკი. შავი სეზამის მარცვლები მდიდარია კალციუმით რაც დაგეხმარებათ მისი დეფიციტის შევსებაში.

ანტიოქსიდანტების სიმრავლის გამო შავი სეზამი ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს, რადგან ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დამანგრეველ მოქმედებას უჯრედებზე.

კანი თმები და ფრჩხილები სეზამის გამოყენების შედეგად იღებენ საკმაოდ კარგ საკვებ ნივთიერებებს რის შედეგადაც ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო კანზე აღარ ჩნდება ნაადრევი და მიმიკური ნაოჭები.

  1. ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.
  2. აფერხებს ნაოჭების გაჩენის პროცეს და ორგანიზმს ეხმარება უკვე არსებული ნაოჭების შემცირებაში.
  3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.
  4. რკინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ამსუბუქებს ანემიით გამოწვეულ პრობლემას.
  5. კარგია კანის თმების და ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად და გამოსაკვებად.
  6. დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარეგულირებაზე.
  7. ასევე შეიცავს კალციუმს დიდი რაოდენობით რაც ეხმარება ორგანიზმს მისი მარაგის შევსებაში.

დოზირება ოპტიმალური დოზა 2-3 ჩაის კოვზი, მაქსიმალური 2 სუფრის კოვზი.

ქუნჯუთის მარცვლები ჩაალბეთ და ისე მიიღეთ რადგან ასე ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ან ყოველი გამოყენების წინ დაფვით ყავის საფქვავში და ისე გამოიყენეთ. თუ გადაწყვეტთ მიირთვათ მთლიანი მარცვლები მაშინ კარგად უნდა დაღეჭოთ.

მისი გამოყენება შეგიძლიათ ფაფებში კეფირში მაწონში და ა.შ.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

frenis kompensacia
frenis kompensacia