შოკოლადის და  ბანანის უგემრიელესი  კოქტეილი ხველის წინააღმდეგ – ამ რეცეპტის არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გავაკეთე ბავშვისთვის

688

შოკოლადის და  ბანანის უგემრიელესი  კოქტეილი ხველის წინააღმდეგ – ამ რეცეპტის არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გავაკეთე ბავშვისთვის

Ბევრმა ალბათ იცის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს საკმაოდ უჭირთ უგემური მედიკამენტების დალევა. ასეთი ბავშვები ყველა ოჯახში არიან და როცა ავადდებიან, მათი მკურნალობა ძალიან რთულია!

ამიტომ, თქვენ უნდა მოატყუოთ ისინი და ტკბილეული დაუმატოთ წამლებს. ახლახან წავიკითხე შოკოლადის და ბანანის კოქტეილის რეცეპტი, რომელზეც ბავშვები უბრალოდ უარს ვერ იტყვიან. ამავე დროს, ის არის საოცრად ეფექტური მკურნალი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მაშ, როგორ მოვამზადოთ შოკოლადისა და ბანანის  სმუზი ?

Ყველაფერი მარტივადაა. ვიღებთ ნახევარ ბანანს, ჩაის კოვზ კაკაოს ფხვნილს და ნახევარ ჭიქა თბილ რძეს. ეს ყველაფერი აურიეთ ბლენდერში. თუ არ გაქვთ ბლენდერი შეგიძლიათ უბრალოდ დაჭყლიტოთ ბანანი  და დაუმატოთ რძე კაკაოსთან ერთად და შემდეგ ათქვიფეთ. დალიეთ თბილი.

Რა არის რეცეპტის საიდუმლო?

კაკაო არის თეობრომინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ხსნის ვაზოსპაზმს და აადვილებს სუნთქვას. კაკაოში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმია.

მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ნახშირწყლები, საკვები ბოჭკო, ორგანული მჟავები, შაქარი, სახამებელი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, A, E, PP, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები, ბეტა-კაროტინი, მინერალებიდან – კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, გოგირდი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, ფთორი, მოლიბდენი.

კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია – 100 გრამი პროდუქტი 289 კკალორიას შეიცავს, ამიტომ შესანიშნავად ანაყრებს. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზოგიერთი ელემენტი კაკაოში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. მაგალითად, კაკაო მდიდარია რკინითა და თუთიით.

ბანანი რძესთან ერთად მოქმედებს როგორც ამოსახველებელი. ამ სასმელს ასევე აქვს მატონიზირებელი ეფექტი – ე.ი. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ამიტომ, დალიეთ ეს ჯანსაღი სასმელი და მოუმზადეთ ხველისა და გრიპის მქონე ბავშვებს (პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია, ეს წამალი არ არის).

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები