ხველის საწინააღმდეგო ეფექტური კომპრესი, რომლისთვისაც მხოლოდ ეს 2 ინგრედიენტია საჭირო

1966

როგორც ვიცით თაფლს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მას ხშირად იყენებენ ანთებითი პროცესების და რესპირატორული დაავადებების მკურნალობის დროს. როდესაც ბავშვს ხველა აწუხებს, თაფლის კომპრესის გამოყენებაა შესაძლებელი (რა თქმა უნდა, თუ მას თაფლზე ალერგია არ აქვს).

თქვენ დაგჭირდებათ:
თაფლი
ფქვილი

აურიეთ ერთმანეთს ეს ორი ინგრედიენტი. მიღებული ბლანტი მასა დოლბანდის ბინტში გაახვიეთ, ან ხელსახოცზე დადეთ. მასა პლასტირის დახმარებით ბავშვის მკერდზე (ფილტვების არეს) მიამაგრეთ და 2–3 საათით დატოვეთ, სანამ მას სძინავს. რა თქმა უნდა, ის გულის არეს არ უნდა ხვდებოდეს! ბავშვი გაოფლიანდება, პროცედურის შემდეგ მას ტანსაცმელი აუცილებლად შეუცვალეთ.

Facebook კომენტარები