ქრისტესისხლას ბალახი: საოცრად სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მრავალი დაავადების მტერია

790

ქრისტესისხლას ბალახი: საოცრად სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მრავალი დაავადების მტერია

ქრისტესისხლას ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს.

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მაგალითად, ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. გარდა ამისა, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე.

შესაბამისად, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. მეორე მნიშვნელოვანი ალკალოიდი, რომელსაც ქრისტესისხლა შეიცავს, ჰომოქელიდონინია. მას საპირისპირო მოქმედება ახასიათებს - აღმგზნები და კრუნჩხვის გამომწვევი.

ახდენს აგრეთვე ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ (ანესთეზიურ) ეფექტს. ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს, ქელერიტრინისთვის კი მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებაა დამახასიათებელი

ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას.

ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ.

ქრისტესისხლას ნაყენი ანგინას შველის

ხშირად მემართებოდა ანგინა. დედა მიმზადებდა ბალახის ნაყენს, რომელიც ძალიან მალე მიქრობდა ანთებას. ამ რეცეპტით დღემდე ვსარგებლობ — შვილებსა და შვილიშვილებს ვმკურნალობ.

ნაყენი იოლი მოსამზადებელია:

1 სუფრის კოვზ გამხმარ ქრისტესისხლას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახუ-
რეთ თავსახური და დააყენეთ, ვიდრე სასიამოვნოდ თბილ ტემპერატურამდე არ გაგრილდება. შემდეგ გაფილტრეთ.

დღის განმავლობაში იმდენჯერ გამოივლეთ ყელში, რამდენჯერაც შეძლებთ. რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებთ პროცედურას, მით მალე მორჩებით.

ნაყენი აცხრობს ყელის შეშუპებას, აქრობს ანთებას, აყუჩებს ტკივილს. არ შეგეშინდეთ, რომ ქრისტესისხლა მოგწამლავთ - ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამომიყენებია ეს საშუალება, სხვებისთვისაც მისწავლებია, მაგრამ არასოდეს არავითარი გართულება არ
გამოუწვევია.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

frenis kompensacia
frenis kompensacia