ხველის წამლები ბებოს ჩანაწერებიდან – ამის დოცნა ყველას გამოგადებათ ! 

2428

ხველის წამლები ბებოს ჩანაწერებიდან – ამის დოცნა ყველას გამოგადებათ ! 

ბებოს ჩანაწერებში ვიპოვეთ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო რეცეპტები,
რომელთა წაკითხვის შემდეგაც სურვილი გამიჩნდა, ისინი მთელი ქვეყნისთვის გამეცნო.

თუ მშრალი ხველა გაწუხებთ, ყოველთვის თან უნდა გქონდეთ ფიჭვის წიწვები.
როგორც კი ხველა შემოგიტევთ, აიღეთ 15 ცალი წიწვი და კარგად გაღეჭეთ, წვენი გა-
დაყლაპეთ, დანარჩენი კი გადმოაფურთხეთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ ამ პროცედურას დღეში 3-4-ჯერ გაიმეორებთ, მშრალი ხველა 3 დღეში გაგივლით.

თუ ვინმეს ქრონიკული ტონზილიტი აქვს, შეუძლია, ფიჭვის წიწვები ძილის წინ ღეჭოს, 10 დღის შემდეგ 1 კვირით შეისვენოს და ისევ განაგრძოს.

5-6 თვეში ტონზილების მდგომარეობა ისე შეიცვლება, რომ ამოჭრა აღარ დაგჭირდებათ.

აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭი-
დროდ თავდაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ეს ნაყენი, გარდა ხველისა, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ზოგადი სისუსტის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი ცხელ ჩაიში ან ყავაში ჩაასხათდა ისე მიიღოთ.

ნაყენი საკმაოდ გემრიელია, თუმცა მისი უზომო სმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა
მედიკამენტისა, არ შეიძლება.

ბრონქიტს შველის ალთეს ფესვის ნაყენიც: 1 კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ხახვი, კიდევ 20 წუთი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ, დღეში 3-4-ჯერ.

აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებულ ფაფას წვენი უნდა გამოადინოთ და დაამატოთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. უნდა სვათ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

თუ ხველა საღამოობით გიტევთ და არ გაძინებთ, აიღეთ ადუღებული წყალი, ჩაასხით მასში 3 წვეთი იოდი და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით ძილის წინ.

კარგია ძილის წინ ყაყაჩოს რძის დალევაც. უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი ყაყაჩოს თესლი, დანაყოთ და დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი რძე. დადგით 15-20 წუთით, გაწურეთ და დალიეთ მთელი ჭიქა.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

Facebook კომენტარები