მწეველებს მარტივად  შეუძლიათ დააღწიონ თავი ნიკოტინზე დამოკიდებულებას – ეს საშუალება მყისიერად ანადგურებს ნიკოტინისკენ სწრაფვას! 

1244

მწეველებს მარტივად  შეუძლიათ დააღწიონ თავი ნიკოტინზე დამოკიდებულებას - ეს საშუალება მყისიერად ანადგურებს ნიკოტინისკენ სწრაფვას! 

ნიკოტინის მავნეობის შესახებ ბევრი რამ გამიგონია. ისიც ვიცი, რომ ამჟამად გაყიდვაში არსებული თამბაქოს ნაწარმი გაცილებით მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ, მაგრამ სიგარეტზე უარის თქმას ვერაფრით ვახერხებ. ყოველი დღე ჩემთვის შემაწუხებელი სპაზმური ხველის შეტევებით იწყება. დილით სამსახურში სხვებზე ადრე მივდივარ, ამიტომ ჩემი ხველა ოჯახის დანარჩენ წევრებსაც აღვიძებს და მოსვენებას უკარგავს.

ბოლოს მეც ყელში ამომივიდა ეს ამბავი. თანაც ერთ დღეს დავინახე, რა გაკვირვებული და შეშინებული მიყურებდა ჩემი 4 წლის შვილიშვილი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ამისთვის ბოლო მომეღო. დიდი ძებნა არ დამჭირვებია, ახლობლების დახმარებით უცბად ვიპოვე წამალი, რომელიც შველის მწეველთა ქრონიკული ბრონქიტისთვის დამახასიათებელ დილის ევებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

აიღეთ 25გ დაქუცმაცებული იელი და 10 გ ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის სპაზმური ხველის დროს.

თამბაქოს მიტოვებაში  ასევე ევკალიპტი და მრავალძარღვა დაგეხმარებათ

ამისთვის საჭიროა ევკალიპტის ფოთლების ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:

1 სადილის კოვზ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, დააყენოთ 1 საათით, გაწუროთ, დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და მიიღოთ 1/4 ჭიქა დღეში 5-6-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მლაშე, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.

რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი — 1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. მრავალძარღვას ახალგაზრდა ფოთლები მოათავსეთ მინის ჭიქაში, დაასხით არაყი, დააფარეთ მინა და დადგით მზეზე. ორი კვირის შემდეგ სითხე პატარა ბოთლში გადაასხით. ეს ბოთლი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად.

მოწევა მოგინდებათ თუ არა, შაქარს დააწვეთეთ მრავალძარღვას ნაყენი და მოწუწნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და გულისრევასაც კი გამოიწვევს.

frenis kompensacia
frenis kompensacia