სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო უნიკალური რეცეპტი. მარტივი და ეფექტურია

2289

სახსრების ტკივილი ძალიან ბევრს აწუხებს და ზოგჯერ ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა ისეთი შემაწუხებელია, რომ პაციენტი საკმაოდ დიდ დისკომფორტს განიცდის. ამ დროს ეფექტურია ეს ზომები.

არსებობს ყოველდღიური სველსაფენის რეცეპტი. კურსის ხანგრძლივობა 15–20 დღეს შეადგენს.
1. ამისთვის დიმექსიდი და ლიდოკაინის 2 მილიგრამიანი 2% ამპულები და განიერი დოლბანდის ბინტი დაგჭირდებათ.  აიღეთ 200– 300 მილიგრამიანი აუცილებლად ჰერმეტული მინის ქილა. ჩაასხით დიმექსიდის 50 მილიგრამი და იმდენივე ოთახის ტემპერატურის წყალი. ბამბით ლიდოკაინის 1 ამპულა გახსენით. 4 ფენად დაკეცილი ბინტი დიმექსიდის და ლიდოკაინის ნარევში დაასველეთ, ოდნავ გადაწურეთ და მტკივან ადგილზე 20 წუთით დაიდეთ. ზემოდან არაფერი დაადოთ. ეს კომპრესი არ არის. 20 წუთის შემდეგ, ადგილი გაწმინდეთ, მაგრამ არ ჩამოიბანოთ. გახსნილი დიმექსიდის გამოყენება 5 დღემდე არის შესაძლებელი.

პირველ პროცედურამდე შეგიძლიათ დიმექსიდის მიმართ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაატაროთ. ხსნარი კანის პატარა არეზე წაისვით და 7 წუთი დაელოდეთ იქნება თუ არა კანის გაწითლება, გაღიზიანება, ქავილი.

უკუჩვენებები– გლაუკომა, კატარაქტა, მიოკარდის ინფარქტი.

2. ღამით რეკომენდირებულია გააკეთოთ სპეციალური 15 წუთიანი აბაზანა მტკივანი ადგილისთვის. ამისთვის ჯამში თბილი წყალი ჩაასხით, და “წიწვის მარილი” დაამატეთ, ის აფთიაქებში იყიდება. აბაზანის შემდეგ ადგილი გაწმინდეთ და ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფიდან ნებისმიერი გელი წაისვით. (ინდომეტაცინი, იბუპროფენი და ა.შ.) პროცედურის ჩატარება 3–4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად არის რეკომენდირებული.

3. ყოველდღიურად მიიღეთ იბუპროფენის 1 აბი 3ჯერ დღეში საჭმლის მიღების შემდეგ, 3–4 კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ წამალს კისელის ½ ჭიქა მიაყოლოთ, იმისთვის, რომ კუჭის ლორწოვანი გარსი არ გააღიზიანოთ.

უკუჩვენებები  კუჭის, თორმეტგოჯანაწლავის წყლული, ან გასტრიტი.

frenis kompensacia
frenis kompensacia