იცოდით რომ ნიგვზის უღელი დიარეის პრობლემას უმოკლეს დროში აგვარებს?! 

326

იცოდით რომ ნიგვზის უღელი დიარეის პრობლემას უმოკლეს დროში აგვარებს?! 

რა არის დიარეა?
  • დიარეა ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას სითხის შემცველი ან ძლიერ თხიერი განავლოვანი მასებით 3-ჯერ ან მეტჯერ. ნაწლავთა მოქმედება ერთხელ თხიერი მასებით შეიძლება ჩაითვალოს ნორმად დიეტის შეცვლის დროს.
  • დიარეას ანუ ფაღარათს მშობლები ხშირად „კუჭის აშლას“ უწოდებენ.

დაავადების სიმპტომებია:

  • ნაწლავების ხშირი მოქმედება
  • მუცლის მოვლითი ტკივილი
  • ციებ-ცხელება
  • მუცლის შებერვა
  • გულისრევა
  • ლორწოვანი, ჩირქიანი და/ან სისხლიანი განავალი

რა იწვევს დაავადებას?

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დიარეას იწვევს გარკვეული გარემო ფაქტორები, როგორიცაა

  • ვირუსები
  • ბაქტერიები და პარაზიტები
  • მედიკამენტები – მაგალითად ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც პათოგენურ ასევე ნაწლავის ფლორის შემქმნელ ბაქტერიებს და შედეგად ვითარდება დიარეა.
  • ლაქტოზას აუტანლობა – ლაქტოზა არის რძესა და რძის პროდუქტებში შემავალი შაქარი. მათ ვისთვისაც ლაქტოზას გადამუშავება რთულია, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა.
  • ფრუქტოზა – ხილსა და თაფლში შემავალი შაქარია. თუ ადამიანის ორგანიზმისთვის ფრუქტოზის გადამუშავება რთულია, მისი მიღებისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა.
  • ქირურგიული ოპერაციები ნაწლავებზე, კუჭსა და ნაღვლის ბუშტზე შესაძლოა გახდეს დიარეას გამომწვევი მიზეზი.

როგორ ავარიდოთ თავი დიარეას?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე.
  • მოგზაურობისას არ დალიოთ ონკანის წყალი

სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს, საკმარისია, ხილი და ბოსტნეული ცოტა ზედმეტი მომივიდეს, რომ მაშინვე კუჭის აშლილობა მეწყება. ყველაზე ეფექტური წამალი კაკლის უღლების სპირტიანი ხსნარი აღმოჩნდა:

აიღეთ 300 გრამი ნიგვზის უღელი, დაასხით 250 მლ სპირტი, გააჩერეთ 3 დღე. 6-10 წვეთი 50 გრამ თბილ წყალში გახსენით და მიიღეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები