ხერხი, რომელიც ბევრმა სცადა ჭიების მოსაცილებლად და გაამართლა : აუცილებლად გიშველით !
ენტერობიოზი ნაწლავური ჭიით გამოწვეული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. ნაწლავის ჭია არის წვრილი და თეთრი, 5-დან 13 მილიმეტრამდე სიგრძის.
ენტერობიოზი ყველაზე ხშირად ემართებათ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს, მიკროსკოპული კვერცხები ადვილად გადადის ბავშვიდან ბავშვზე.
სიმპტომები:
ინფიცირებული ადამიანის ძილის დროს მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭია დებს ათასობით კვერცხს კანის ნაკეცებში ანალური ღარის ირგვლივ. ენტერობიოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ქავილი ანალურ ან ვაგინალურ არეში
- უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა
- პერიოდული ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა.
ხშირად ნაწლავის ჭია საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს.
მიზეზები:
ნაწლავის ჭიის კვერცხების შემთხვევით ჩაყლაპვა ან შესუნთქვა იწვევს ენტერობიოზს. მიკროსკოპული კვერცხები შესაძლოა მოხვდეს ადამიანის პირში დაბინძურებული საკვების, სასმელის ან თითების გზით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კვერცხები ბუდობს ნაწლავებში და რამოდენიმე კვირაში იჩეკება ზრდასრული ნაწლავის ჭიები.
მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭიები გადადიან ანალურ არეში კვერცხების დასადებად, რაც ხშირად იწვევს ქავილს აღნიშნულ არეში. როცა ბავშვი იფხანს ქავილის ადგილს, კვერცხები ეკრობა მის თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ.
შემდგომ, კვერცხები გადადის სხვა ზედაპირებზე, როგორიცაა სათამაშოები, თეთრეული ან უნიტაზი. დაბინძურებული ხელებით კვერცხები შეიძლება გადატანილი იქნას საკვებზე, სასმელზე, ტანსაცმელზე ან სხვა ადამიანებზე.
ზედაპირზე ნაწლავის ჭიის კვერცხები სიცოცხლისუნარიანია 2-3 კვირის განმავლობაში
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ 1/4 ჩაის კოვზი ნიგოზი, კოჭა, ტკბილი წითელი წიწაკა, კარდამონი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და დაფქული ყავა. ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და დალიეთ. მიიღეთ თითო ულუფა დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.
ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი უნ-
და გაყოთ 3 ნაწილად და მიიღოთ 30 წუთის განმავლობაში, მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება — ეს პარაზიტების გამოდევნას გააადვილებს.