სენსაციური აღმოჩენა : პროპოლისის ზეთი ფილტვების წამალი ყოფილა

3575

სენსაციური აღმოჩენა : პროპოლისის ზეთი ფილტვების წამალი ყოფილა

როდესაც სიტყვა ხალხურ მედიცინაზე ჩამოვარდება, ვგრძნობ, როგორ მევსება გული მადლიერებით – საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრძენი წინაპრები მცენარეებით ისეთ დაავადებებსაც კი მკურნალობდნენ, რომელთაც დღესაც გაჭირვებით შველიან.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ფილტვების ანთება დამემართა. მმკურნალობდნენ, მმკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი აგვიანებდა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

უკვე ასაკში ვარ და სპეციალისტები გამოჯანმრთელების პროცესის
გახანგრძლივებას ჩემს ასაკს აბრალებდნენ.

ვინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ხალხური საშუალება, რომელმაც თვალის დახამხამებაში მიშველა.

ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:

აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და
დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. კვლავ შედგით ცეცხლზე და 70 გრადუსზე გააჩერეთ დაახლოებით 8-10 წუთს.

ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. ქურიდან რომ გადმოდგამთ, გაწურეთ და გაფილტრეთ ორფა დოლბანდში.

გაცივდება თუ არა, მისი მიღება უკვე შეგიძლიათ. უნდა სვათ 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე.

მკურნალობა 2 თვე გრძელდება,
ყველაფერი წესისამებრ გავაკეთე და მოვიხედე კიდეც. ასაკის მიუხედავად, ყმაწვილი კაცივით ვსუნთქავ და სამსახურშიც უწინდელივით აღარ ვიღლები.

დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი.

ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში.

არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს.

სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები