ფასდაუდებელი მცენარე, რომელიც გამოირჩევა ნაღველმდენი თვისებებით! -ეს ყველას ოჯახში უნდა იყოს!

279

ფასდაუდებელი მცენარე, რომელიც გამოირჩევა ნაღველმდენი თვისებებით! -ეს ყველას ოჯახში უნდა იყოს!

ქიმიურ წამლებს მცენარეული მირჩევნია, ამიტომ წიგნებში დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე, რომ უკვდავას (ნეგო) ჰქონია ნაღველმდენი თვისებები. ნეგოს ყვავილში ნაპოვნია ფლავონები და ფლავონური გლიკოზიდები, სტერინი, ეთერზეთის კვალი, კაროტინი, ვიტამინი. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია.

ნეგოს პრეპარატები გამოიყენება ძირითადად ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მათი გავლენით ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

წიგნში ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო.

 

ვცადე, მოვამზადე აღწერილი რეცეპტით ნაყენი, ვსვი 2 კვირა და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, ახლა წელიწადში 4-ჯერ პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2-კვირიან კურსს. მინდა თქვენც გასწავლოთ ეს რეცეპტი, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.

აიღეთ: 3,0 გ ნეგოს ყვავილი; 3,0 გ სამყურას ფოთოლი; 2,0 გ პიტნის ფოთოლი; 2,0
გ ქინძის თესლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ თბილ-თბილი, 1/2-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

1 ს. კ. გამხმარი ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი. ჭურჭელი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და 5 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გაგრილებამდე დატოვეთ.

გაგრილებული ნაყენი გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამიდან ნახევარი
საათის შემდეგ.

მინდა კიდევ გაგიზიაროთ ნაღვლის ბუშტის სამკურნალო რამდენიმე ხალხური მე-
თოდიც, ესენიც წარმატებით გამოვცადეთ:

აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუ-
მატეთ 500 გთაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 ს. კ. უკვდავას დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი,
ადუღეთ 10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და მთლიანად დალიეთ. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბურა და ასე დარჩით საათ-ნახევრის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia