ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა: საოცრად სასარგებლო რეცეპტები რადიკულიტის სამკურნალოდ

426
frenis kompensacia
frenis kompensacia

ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა: საოცრად სასარგებლო რეცეპტები რადიკულიტის სამკურნალოდ

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.

სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა:

რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რადიკულიტის მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;
  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

რადიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში ხალხური მედიცინის დახმარებით

პირველი რეცეპტი:

  • აიღეთ 1 ს.კ. ასფურცელას ყვავილი,
  • 1 ს.კ. წნორის ქერქი,
  • 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი.

ნარევს დაასხით მდუღარე, შეფუთეთ, დააცეთ და დადგით დასაყენებლად თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. 5–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, 7 დღის
განმავლობაში.

მეორე რეცეპტი:

  • 1/2 ჩ.ჭ. ბოლოკის წვენი,
  • 1/2 ჩ.ჭ. პირშუშხას წვენი
  • 1/2 ჩ.ჭ. არაყი (ან სპირტი)
  • 1 ჩ.ჭ. ნატურალური თაფლი
  • ერთი ლიმონის წვენი.

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ, დაამტეთ 1 ჩ.კ. იოდიანი მარილი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში 50 გრ. საკვების უკანასკნელი მიღებიდან 3 საათის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ამინდი
amindi