უკვე შესაძლებელია პოდაგრის გარეშე ცხოვრება - ეს ყველას გამოგადგებათ
რა არის პოდაგრა?
პოდაგრა იგივე ნიკრისის ქარი როგორც მას საქართველოში უწოდებენ ართრიტის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული და კომპლექსური ფორმაა, იგი უძველესი დაავადებაა და ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა. უძველესი დროიდან ამ დაავადებას მოიხსენიებდნენ როგორც მდიდრებისა და არისტოკრატების დაავადებად.
პოდაგრა ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ფეხის ხაფანგს“ ნიშნავს, რაც კარგად ასახავს დაავადებისთვის ძირითად დამახასიათებელ სიმპტომს, კერძოდ კი ქვედა კიდურების სახსრების უპირატეს დაზიანებას.
პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ 30-50 წლის ასაკის მამაკეცებს , თუმცა შეიძლება ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკსიც ჩამოყალიბდეს, უფრო იშვიათად გვხვდება ქალებში. მამაკაცებში მისი გავრცელების სიხშირე 80-90-% ია.
პოდაგრა ორგანიზმის მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც განპირობებულია პურინული ცვლის დარღვევით, ხასიათდება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებით და ურატების დაგროვებით სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში.
მსურს, ჩემი პოდაგრასთან ბრძოლის ამბავი მოგითხროთ. ამ მზაკვარმა სნეულებამ სიცოცხლე გამიმწარა. ექიმები ამბობენ, დაავადების მიზეზი არასწორი კვება და
ალკოჰოლის სიყვარულიაო, მაგრამ არ მჯერა, რადგან არ ვსვამ, წელიწადში რამდენიმეჯერ თუ დავლევ ორიოდე ქილა ლუდს, არც მეტისმეტად ნოყიერი საკვები მიყვარს.
რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, რომ დაავადება პურინული ცვლის დარღვევის შედეგი ყოფილა და მას მერე ლუდს, ხორცს, თევზს, ნამცხვრებს, ჩაის, ყავასა და კაკაოს აღარც გავკარებივარ.
ამასთან ერთად, ყოველდღე ვიღებ ორგანიზმიდან მარილების გამომტან
ნაყენს. ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია — პოდაგრამ უკან დაიხია და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული შავი მოცხარის ფოთოლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათით დადგათ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6-ჯერ.
მეორე დღეს ასეთივე წესითა და პროპორციით უნდა მოამზადოთ ნაყენი, ოღონდ არა შავი მოცხარის, არამედ წითელი მოცვის ფოთლებისგან და იმავე წესით მიირთვათ.
გახსოვდეთ: მკურნალობისას მთავარი მიზანია, რომლისკენაც განუხრელად უნდა ისწრაფოდეთ. მეუღლე მეუბნება, მკურნალობის შემდეგ ხასიათიც კი გამოგიკეთდა, დამშვიდდი და დაბრძენდიო,
თუ ჩემი ამბავი ვინმეს პოდაგრასთან ბრძოლაში დაეხმარება, მოხარული ვიქნები.