როდის და ფორმით უნდა გამოვიყენოთ კუჭის სამკურნალოდ ნიორი და კამა?! – ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ
კუჭ–ნაწლავის და კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედების ნორმალიზაციისთვის ხალხური მედიცინა გირჩევთ რეგულარულად მიიღოთ ცოტაოდენი ნიორი (2-3 კბილი 3–ჯერ დღეში საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე) დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.
შარდმდენი, ოფლმდენი, ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედების გამო ნიორს იყენებენ გრიპის, ანგინის, დიზენტერიის დროს.
@media screen and (max-width: 992px) {
.avia-banner .desktop{
display:none!important;
}
}
@media screen and (min-width: 992px) {
.avia-banner .mobile{
display:none!important;
}
}
გარეგანად (ფაფისებური მასის, წვენის, მალამოს და წყალზე ნაყენის სახით) გამოიყენება ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ანგინის, სურდოს, ტრიქომონადური კოლპიტის, სებორეის დროს.
წყალზე ნაყენის მოსამზადებლად, დააქუცმაცეთ 2–3 კბილი ნიორი, დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ 40–60 წუთი, შემდეგ გაწურეთ. ოყნისთვის 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე აიღეთ 5-6 კბილი ნიორი.
გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.
როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?
9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, 3 წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.
დაბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის, რომლებიც ნიორით მზადდება.
აი, ერთი მათგანი:
500 გრამ თაფლს დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი და 2 თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ , რომ დღეში 1 სუფრის კოვზი ეს ნარევი ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.
როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება
კამა ერთ–ერთი ძველი ხალხური საშუალებაა.
ეგვიპტელები მას თავის ტკივილის დროს იყენებდნენ. შეიცავს ეთერზეთებს, C ვიტამინს, კაროტინს, ანისულის მჟავას.
ბალახის ნაყენი
1 ს.კ. ხმელ ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ
1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე I-II ხარისხის ჰიპერტონიული დაავადების დროს.
ბალახის ფხვნილი
ბალახი ოდნავ გაახმეთ და წვრილად დაჭერით. მიიღეთ 1/2 ჩ.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის დროს.
ნაყოფის ნაყენი
2 ჩ.კ. თესლს დაასხით 400 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უძილობის და ნერვული აღგზნებადობის დროს.

























