მკურნალობა თავშავათი – ეს ნაყენი თქვენი მშველელი გახდება 

4055

მკურნალობა თავშავათი – ეს ნაყენი თქვენი მშველელი გახდება 

თავშავა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:

  • მშობიარობის შემდეგი სისხლდენა.
  • სუსტი ლაქტაცია.
  • კლიმაქსი ქალებში.
  • მტკივნეული მენსტრუაცია.
  • მენსტრუაციის დაგვიანება.
  • ეპილეფსია.
  • ნევროზი, ისტერია, უძილობა.
  • ნერვული მოშლილობა.
  • ძლიერი ნერვული აგზნება.
  • შაკიკი, თავის ტკივილი.
  • კუჭისა და ნაწლავების სპაზმი.
  • ჰიპო და ანაციდური გასტრიტი.
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  • მეტეორიზმი.
  • ენტეროკოლიტი.
  • ნაწლავების ატონია.
  • უმადობა.
  • ბუასილი.
  • მშრალი ხველა.
  • ყივანახველა.
  • ბრონქიტი და ბრონქოექტაზი.
  • ბრონქული ასთმა.
  • ფილტვების ტუბერკულოზი.
  • რევმატიზმი.
  • რაქიტი ბავშვებში.
  • ფურუნკულოზი, აბსცესი, ეგზემა.
  • ძველი ჭრილობები.
  • ალერგია.
  • გამონაყარი კანზე, სურავანდი.
  • მაღალი სქესობრივი აღგზნება.
  • სიყვითლე.
  • გაცივება.
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები.
  • ჰიპერტონია.
  • სურდო, ჰერპესი.
  • კბილის ტკივილი.
  • ლიმფური კვანძების ანთება.
  • ქოლეცისტიტი.

ფარმოკოლოგიური თვისებები:

ოფლმდენი, ძლიერი ანტიბაქტერიული, ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, საძილე, ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და აძლიერებს პერესტალტიკას, ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge
რეცეპტები

ცხელი ნაყენი

1 ს.კ თავშავას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეპილეფსია, ნევროზი

100 გრ. დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ 70% სპირტი. 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 7 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ სამპირ დოლბანდში და მიიღეთ 1 ჩ.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ბალახის ნაყენი (1):

აიღეთ 15 გრ. ხმელი დაქუცმაცებული ბალახი 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ თბილი სახით 2 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წთ–ით ადრე ნევროზის, კრუნჩხვის, თავის ტკივილის დროს.

მიიღეთ 1 ს.კ 4-ჯერ დღეში სპასტიკური ხველის, ბრონქიტის, ყივანახველას დროს, ასევე ლაქტაციის გასაუმჯობესებლად.

ეს ნაყენი გამოიყენება სავლებად მწვავე რესპირატორული დაავადების, ანგინის, ფარინგიტის, პაროდონტოზის, ღრძილების ანთების, სტომატიტის დროს.

ბალახის ნაყენი (2):

აიღეთ 20 გრ. ბალახი 500 მლ. მდუღარეზე, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3–4–ჯერ დღეში გასტრიტის, კოლიტის, თირკმელების, ღვიძლის დაავადებების, ბრონქიტის, გაცივების, ნერვული
აღგზნებადობის, ცუდი გუნება–განწყობილების დროს.

ბალახის ნაყენი (3):

25 გრ. ბალახი დააყენეთ 500
მლ. მდუღარე წყლით 4 საათის განმავლობაში თბილ ადგილას. გამოიყენეთ საფენების, კომპრესების, აბაზანების სახით რაქიტის, გამონაყარის, ეგზემის დროს.

თავშავას ხმელი ფოთლების ფხვნილი შეისუნთქეთ თავის ტკივილის და სურდოს დროს.

საფენების და აბაზანების სახით იყენებენ დიათეზის, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ჭრილობების შესახორცებლად.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები