მცენარეული პროდუქტები ძალიან სასარგებლოა დიაბეტის დროს - გაინტერესებთ რაზეა საუბარი?
რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა _ ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5 ჯერ, 3-4 საათიანი ინტერვალებით).
ამ დროს ,,დაშვებული” საკვები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და შეიცავს ნაკლები ოდენობით ცხიმსა და კალორიებს. ეს დიეტა საუკეთესო კვების სქემაა ზოგადად ყველასთვის.
ის უზრუნველყოფს ასევე წონაში კლებას უსაფრთხოდ და ჯანსაღად, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მართვაში ერთერთი წამყვანი კომპონენტია.
საკვები, რომელსაც ვიღებთ, პირდაპირ კავშირშია სისხლში გლიკემიის კონტროლთან. თუ შაქრიანი დიაბეტის ფონზე ხდება საჭიროზე მეტი რაოდენობის საჭმლის მიღება, ეს ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონე სამიზნეზე მაღლა აიწევს.
მართალია, ყველაზე მკვეთრი ეფექტი ამ მხრივ ნახშირწყლებს აქვთ, მაგრამ შაქრის დონეზე მოქმედებს ასევე სხვა ტიპის საკვებიდან მიღებული კალორიებიც.
უნდა გამოიყენოთ შაქრის დაბალი შემცველობის მქონე ხილი და ბოსტნეული: არატკბილი ვაშლი, მაგალითად, „ანტონოვკა“, კომბოსტო, მწვანილი
(კამა, ოხრახუში, ისპანახი, ნიახური, სალათი), კიტრი.
შეგიძლიათ მიირთვათ ნიორი, ხახვი, ბოლოკი, მაგრამ შეზღუდეთ კარტოფილის რაოდენობა.
კენკრა დაშვებულია — შავი და წითელი მოცხარი, მარწყვი, ჟოლო, ასევე ბალი და ალუბალი, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს მოცვს იგი ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
სეზონის დროს მიირთვით 1/2 ჩ.ჭ. მოცვი დღის განმავლობაში 4–6 მიღებაზე. აუცილებლად მიირთვით ხაჭო, რძე, იოგურტი.
1 ს. კ. მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და სვათ რეგულარულად, 1/3
ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მე უკვე 75 წლის ვარ და მოცვის წყალობით ისე ვუმკლავდები დიაბეტს, რომ თავს სავ-
სებით ჯანმრთელად ვგრძნობ.
აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.