ოხრახუშის ლოსიონი – ეფექტურია ყველა ასაკში  ! 

368

ოხრახუშის ლოსიონი – ეფექტურია ყველა ასაკში  ! 

ოხრახუშში უნიკალურად არის შერწყმული ვიტამინები და მიკროელემენტები, გამოირჩევა შემადგენელი კომპონენტების ბიოლოგიური აქტივობით.

ის ხელმისაწვდომის წელიწადის ნებისმიერ დროს, ინანება დიდხანს და არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს, გამოიყენება ფართოდ – ეს ყოველივე მას საოჯახო აფთიაქის შეუცვლელ
შემადგენელ ნაწილად აქცევს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ონრანუშის შემადგენლობა:

ოხრახუშის შემცველობაში ყველაზე მეტია ასკორბინის მჟავა – C–ვიტამინი. ის აძლიერებს გულსისხლძარღვებს, ნერვულ სისტემას, ენდოკრინილოგიურ ჯირკვლებს.

ფოლიუმის მჟავა — ვიტამინი B9, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში; აწესრიგებს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას; ადამიანის ნერვულ სისტემაში ქმნის აღგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების
ბალანსს.

ნიკოტინის მჟავა – ვიტამინი PP- პასუნისმგებელია ჟანგვა–აღდგენით პროცესებზე, კუჭის წვენის პროდუცირებაზე.

ტოკოფეროლი – ვიტამინი E- არის მთავარი ანტიოქსიდანტი. გამოიყენება სიბერის პროფილაქტიკის, კაპილარების აღდგენისთვის.

ვიტამინი K– კოორდინირებს კალციუმის ცვლას, აწესრიგებს სისნლის შედედებას.

ვიტამინი B2 – რიბოფლავინი – პასუხისმგებელია ეპიდერმისისა და მნედველობის მდგომარეობაზე, ეხმარება ნერვული სისტემის ოპტიმალური ვარიანტის შენარჩუნებას.

ოხრახუშის ლოსიონის მომზადება ადვილია და სასარგებლოა ნებისმიერი კანის ტიპითვის.

1 ს.კ. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცხელი წყალი (70–80°C).
დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ და გააცივეთ. ლოსიონი მაცივარში შეინახეთ სამი დღის განმავლობაში. მისი გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეიძლება. მალე თქვენი კანი საგრძნობლად გაახალგაზრდავდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

ზაფხულის განმავლობაში, რაც შეიძლება, ნაკლები დეკორატიული კოსმეტიკა იხმარეთ. სიცხის გავლენით ის იშლება და შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კანს.

თუ სუნამოს ხმარობთ, დაიპკურეთ თმებზე და არა ყელზე, როგორც ამას ზამთარში აკეთებთ, რადგან მზის სხივების გავლენით ყელზე შეიძლება პიგმენტური ლაქები გაჩნდეს.

მოერიდეთ მზეს. მზის პირდაპირი სხივები უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე სარგებელს მოგიტანთ. ამიტომ შეეცადეთ ჩრდილში დაისვენოთ.

ატარეთ ქუდი, ან პანამა, იხმარეთ დამცავი კრემები. ასე კანს სიმშრალისგან დაიცავთ
და მაშასადამე — ნაოჭების და დაბერებისგან.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები