კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეტები – ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა

302

კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეტები – ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა

როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ (ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში), გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში და შაქართან (1:1) ერთად ფენა-ფენა ჩააწყვეთ მშრალ მინის ქილაში.

შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, სამი თვე.

100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა,
გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 თვე. აჯობებს, თუ უწყლოდ დალევთ.

ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც.  ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

5 ლ თხის რძე დადგით სითბოში დასამჟავებლად. შემდეგ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

როგორც კი რძე შეხაჭოებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ ხაჭო. შრატი ჩაასხით ჯამში და ჩაყარეთ კარგად გარეცხილი შვრია (შრატისა და შვრიის თანაფარდობა უნდა იყოს 1:5), ხარშეთ 4-5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე.

როცა მოიხარშება და გაცივდება, კარგად გაწურეთ, შვრია გადაყარეთ. ნახარშს დაუმატეთ 300 გ თაფლი, 125 გ70%-იანი სპირტი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ
გრილ ადგილას.

მიიღეთ 30 მლ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ. მიღების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ, მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ სამი ასეთი
ულუფა.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები