მომხმარებლის ნაამბობი, როგორ მოიცილა ჰერპესი სახლის პირობებში
ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულობით პატარა ბუშტუკებით ვლინდება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილზე: პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, გენიტალურ (სასქესო) ორგანოზე, თვალის გარშემო და სხვა.
წლების წინ, გავცივდებოდი თუ არა, ტუჩებსა და ცხვირის ნესტოების ქვეშ მიჩნდებოდა ჰერპესული გამონაყარი, რომელიც ძალიან მტკივნეულიც იყო და კვირების განმავლობაში გარეგნობასაც მიმახინჯებდა.
ექიმებმა მითხრეს, რომ ამ გამონაყარს ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც თურმე ორგანიზმში თვლემს და იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ადამიანი სტრესს გადაიტანს ან იმუნიტეტი უსუსტდება.
უკვე კარგა ხანია ჰერპესი აღარ გამმწვავებია და ამას იმუნიტეტის გაძლიერებით მივაღწიე. იმუნიტეტის გაძლიერება კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე დაავადება განვითარდება.
ამისთვის ყოველწლიურად, თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიწყებ ექინაცეის ნაყენის მიღებას — ვსვამ 20-20 წვეთს დღეში სამჯერ. ამიტომ ავად აღარ ვხდები. ჰერპესის
დაძლევაში კი კრაზანის ზეთი დამეხმარა.
მისი დამზადება ასეთი რეცეპტით ხდება:
– 100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, ნახევარი საათი ჩადგით
მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ.
ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე — რაც შეიძლება ხშირ ხშირად.
საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც:
მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა.
ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო
საშუალება (თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული) წაისვათ.
შედეგად გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება.
აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.