ტილების საწინააღმდეგო ნაცადი მეთოდი

1268

ტილების საწინააღმდეგო ნაცადი მეთოდი

სიტყვა „პედიკულოზი“ ალბათ ცოტას თუ გაუგონია, მაგრამ როგორც კი ტილებს ახსენებთ, ყველასთვის გასაგები ხდება, რაზეა საუბარი.

პედიკულოზი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, მუდმივად მქავანა კანზე ჩირქგროვები ჩნდება, ხოლო ღია ჭრილობები ინფექციის კარიბჭეა ორგანიზმისთვის.

თავის ტილი არის პატარა, მონაცრისფრო- მოთეთრო ფორმის პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს თავის თმიან ნაწილში. იგი დღის განმავლობაში დებს 7-10 კვერცხს, რომელსაც ეწოდება წილები და მიმაგრებულია თმებზე, თავის ქალასთან ახლოს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მათგან ტილის გამოჩეკა ხდება 8 დღეში. გამოჩეკის შემდეგ კვერცხის გარეკანი უფრო შესამჩნევი ხდება, ის თავისით არ სცილდება თმას, მისი მოცილება თმის ზრდასთან ერთად ხდება.

ტილების გავრცელებას ხელს უწყობს თმის თმასთან კონტაქტი, ვინაიდან ეს პარაზიტი არც დაფრინავს და არც დახტის დიდ მანძილზე.  ინვაზირებული პაციენტის მოხმარების საგნებით (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) ტილების გადაცემის დაბალი რისკი არსებობს.

სიმპტომები

ტილებით დაინვაზირებულ პაციენტებს განსაკუთრებული სიმპტომები არ აღენიშნებათ, ერთადერთი შემაწუხებელია თავის, კისრის და ყურის უკანა მიდამოების ქავილი. ქავილის მიზეზია ტილის მიერ გამოყოფილი ნერწყვი, რომელსაც ის გამოყოფს კვების დროს.

დიაგნოზის დასმა ხდება ქალას დათვალიერებით, ტილების  და/ ან მისი კვერცხის (წილების) აღმოჩენით.

ჩემს შვილსაც ხშირად მოჰქონდა ბაღიდან ტილები. მეგობარმა მასწავლა, როგორ მომეშორებინა ეს პარაზიტები ნავთის საშუალებით:

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნავთი და 10 სუფრის კოვზი ზეთი, ერთმანეთში აურიეთ და თა–
ვის თმიან ნაწილზე, თმის მთელ სიგრძეზე წაისვით.

შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით
და პირსახოცით ან თბილი თავსაფრით. დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ, მერე კი კარგად დაივარცხნეთ თმა წვრილი სავარცხლით.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები