საოჯახო რეცეპტები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს – ისინი ჯანმრთელობის საწინდარია

517

საოჯახო რეცეპტები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს - ისინი ჯანმრთელობის საწინდარია !

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ და ბევრ სასარგებლო რჩევას ვიწერ სპეციალურ რვეულში, რომლის შედგენაც ბებიაჩემს ახალგაზრდობაში დაუწყია.

აქ თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.

ბრონქული ასთმისა და ხველის დროს: 1 კგ ახალ თაფლს შეურიეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ჟოლო და სამწლიანი ალოეს ფოთოლი. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სამ დღეში წამალი მზად იქნება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ისევ ხველისთვის: აურიეთ ერთმანეთში გახეხილი ვაშლი, ხახვი და 1/2 ჭიქა თაფლი,
წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ხველის დროს ძალიან კარგია წინდებში მშრალი მდოგვის ჩაყრაც  ფეხები მთელი დღე თბილად გექნებათ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნია მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

თუ გული გაწუხებთ, გიშველით შემდეგი ნარევი: ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული
ლიმონის რბილობი, 15გმიხაკი, 300გ შაქარი (ან თაფლი) და 0,5ლ ხორბლის არაყი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით ანადუღარი, ცივი წყალი და სიბნელეში შეინახეთ.

სამი კვირის შემდეგ წამალი მზად იქნება. უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 30–30 გრამი. ამ ნარევის წყალობით აღარც ვალერიანი მჭირდება, აღარც კორვალოლი და ვალოკორდინი, ადრე კი ისე ხშირად ვხმარობდი, რომ სულ ამ წამლების სუნი მდიოდა.

სიცხის დაწევა ამ მეთოდით მარტიცია : გახეხეთ 2 კარტოფილი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი, წაუსვით ეს ნარევი ტილოს ნაჭერზე და შუბლზე დაიფინეთ. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახლით.

ქალბატონმა, რომელმაც ეს რეცეპტი მასწავლა, ისიც მითხრა, რომ კარტოფილს შხამები გამოაქვს ორგანიზმიდან, ძმარი კი სიცხეს სწევს. ამისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მშველის. ერთხელ ჩვეულებრივი ღვინის ძმარი ვაშლის ძმრით შევცვალე და უკეთესი შედეგი მივიღე.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia