თირკმელების, სისხლისა და სისხლძარღვების წმენდის საუკეთესო გზები ხალხური მედიცინისგან! 

1503

თირკმელების, სისხლისა და სისხლძარღვების წმენდის საუკეთესო გზები ხალხური მედიცინისგან ! 

თირკმელების გაწმენდა:

ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზაფხულის მიწურულს. ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მენიუ მხოლოდ საზამთროსა და შავი პურისგან უნდა შედგებოდეს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თირკმელებში გაქვთ ქვიშა ან კენჭები, ღამის 2-3 საათზე (ისევ თირკმელების დღეღამური ბიორიტმული მუშაობიდან
გამომდინარე) მიიღეთ თბილი აბაზანა.

თუ საზამთრო არ გიყვართ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი. ამისთვის დაგჭირდებათ 20-25 გ სოჭის ზეთი ან ნებისმიერი შარდმდენი ბალახეული ნაკრები. ბალახები დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიაყოლეთ თაფლი. ამ დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა. მე-7 დღიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერმიიღეთ 50-100 მლ ნაყენი 5 წვეთი სოჭის ზეთის დამატებით.

თირკმელების გაწმენდის შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ: შარდში გამოვა მეწამული ფერის ზეთოვანი კოლტები სოჭის ზეთის სუნით. ეს მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

სისხლისა და ლიმფის გაწმენდა:

2 ლიტრ თბილ წყალს (ამისთვის აიღეთ ადუღებული და გაყინული წყალი, შემდეგ გაადნეთ იგი) დაუმატეთ 900 მლ გრეიპფრუტისა და 200–200 მლ
ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. დილიდანვე გახსენით 1 კოვზი ინგლისური მარილი 100 მლ თბილ გამდნარ წყალში და დალიეთ.

ამის შემდეგ კარგად გათბით აბაზანაში ან აბანოში. ყოველ 0,5 საათში დალიეთ 100 მლ ნარევი. პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნარევი თბილი წყლისა და წვენებისთვის.

სისხლძარღვების გაწმენდა:

2 სუფრის კოვზი დაფქული კატაბალახას ფესვები, 1 ჭიქა კამის და 1 ჭიქა ნატურალური თაფლის ნარევი მოათავსეთ ორლიტრიან თერმოსში, შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ 1 დღე. ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში
3-ჯერ ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

სახსრებისა და ხერხემლის გაწმენდა:

5გ დაფნის ფოთოლს დაასხით 30 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით. ამის შემდეგ სითხე გაფილტრეთ და სვით მცირე ყლუპებით 12 საათის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ 3 დღე ზედიზედ.
ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ დღეებში რეკომენდებულია დაიცვათ ვეგეტარიანული დიეტა. პირველ წელს ეს კურსი უნდა ჩატარდეს სამ თვეში ერთხელ, შემდგომ – წელიწადში ერთხელ.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები