იცოდით, რომ ხვრინვას წყალი შველის? – მინდა, ხვრინვის სამკურნალო მარტივი საშუალება გასწავლოთ.

24647

იცოდით, რომ ხვრინვას წყალი შველის? – მინდა, ხვრინვის სამკურნალო მარტივი საშუალება გასწავლოთ.

ცოტა რამ ხვრინვის შესახებ: 

ზრდასრული მოსახლეობის 45% დროდადრო ხვრინავს, 25% კი გამოუსწორებელი მხვრინავია. საინტერესოა, რა იმალება ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა.

ცნობილია, რომ ხვრინავენ უმეტესად მამაკაცები, მეტადრე – ჭარბწონიანები (თუმცა ჭარბი წონა ორივე სქესისთვის რისკფაქტორია). ასაკთან ერთად მდგომარეობა, წესისამებრ, უარესდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ხვრინვა შესაძლოა სუნთქვის გაძნელების ნიშანი იყოს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ხვრინვის ანატომიური თუ სხვა მიზეზების დადგენაში ყველაზე უკეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაგეხმარებათ.

რატომ ვხვრინავთ?

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ახერხებს მძინარე ადამიანი ასეთი ხმაურის გამოწვევას.

ვხვრინავთ მაშინ, როცა ჰაერი თავისუფლად ვერ მოძრაობს ჰაერგამტარ გზებში, კერძოდ, ძნელად გაედინება ცხვირისა და პირის უკანა გასასვლელებიდან.

ეს სასუნთქი გზების ყველაზე მრუდე ნაწილია. აქ თავმოყრილია ენა, ხახა, რბილი სასა და ნაქი. უსიამოვნო ხმიანობა წარმოიშობა მაშინ, როცა სუნთქვის დროს ეს ანატომიური სტრუქტურები ერთმანეთს ეჯახება და ვიბრირებს.

ბავშვის ხვრინვა შესაძლოა ნუშურა ჯირკვლების ან ადენოიდების პრობლემების ნიშანი იყოს.

ბავშვი, რომელიც გამუდმებით ხვრინავს, აუცილებლად უნდა გავასინჯოთ ოტოლარინგოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გვირჩევს ტონზილების ან ადენოიდების ამოჭრას, რათა პატარა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ახლა მოგიყვებით ჩემი ოჯახის მაგალითს, როგორ ვუშველეთ ამ პრობლემას. 

ჩემს ქმარს წლების განმავლობაში აწუხებდა ეს პრობლემა. რა არ ვცადეთ, მაგრამ ზოგიერთმა საშუალებამ საერთოდ არ გამოიღო შედეგი, ზოგიერთს კი მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი აღმოაჩნდა.

როდესაც ამ მარტივი მეთოდის შესახებ შევიტყვეთ, თავდაპირველად არც კი დავიჯერეთ, მაგრამ მის ეფექტიანობაში მალე დავრწმუნდით.

ადამიანს, რომელიც ხვრინავს, ყოველდღე უნდა ასვათ 1 ჭიქა გამოხდილი წყალი, რომელიც თანდათანობით გამოდევნის ცხვირიდან გასქელებულ ლორწოვან გარსს.

რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემმა ქმარმა ხვრინვას უკლო. პრობლემა სულ მთლად არ გამქრალა, მაგრამ ისე შემცირდა, რომ ირგვლივ მყოფებს ნორმალურად დაძინების საშუალება მოგვეცა.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები