მწვანე კაკლის ნაყენი – გასაოცარი თვისებებით გამოირჩევა!

1351

მწვანე კაკლის ნაყენი – გასაოცარი თვისებებით გამოირჩევა!

მწვანე კაკლის ნაყენი მზადდება  მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. მწვანე კაკლისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ ეფექტური და იძლევა კარგ შედეგებს.

არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მწვანე კაკალი რძიან-ცვილის სიმწიფეში დიდი ხანია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც შესანიშნავი სამკურნალო საშუალება.

როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის კულტურებში, მწვანე კაკალს იყენებდნენ უძველესი დროიდან, როგორც გამაძლიერებელ, იმუნომოდულაციურ, ანთების საწინააღმდეგო და ნაღველმდენ საშუალებად.

ქიმიური შემადგენლობა:

მოუმწიფებელი კაკალი შეიცავს კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის და კობალტის მარილებს. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, E, PP, კაროტინს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

მწვანე კაკალი ბუნებრივი იოდის უნიკალური წყაროა, C ვიტამინის შემცველობის მხრივ კაკალი რვაჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე შავი მოცხარი და ორმოცდაათჯერ მეტს ვიდრე ციტრუსები!

მწვანე კაკლის თვისებები:

  1. უნიკალური იმუნომოდულაციური და მატონიზირებელი საშუალება.
  2. აქვს შესანიშნავი სისხლის გამწმენდი, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული, ჭრილობების შემხორცებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  3. ძალიან ეფექტურად ახდენს ჰორმონალური სისტემის ნორმალიზებას.
  4. არის ათეროსკლეროზის შესანიშნავი მკურნალი.
  5. საშუალებას გაძლევთ სამუდამოდ მოიცილოთ მაღალი ქოლესტერინი.
  6. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
  7. ააქტიურებს ფაქტორების გამომუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრებისა და კანის დაცვას.
  8. ზრდის წინააღმდეგობას რადიაციული ზემოქმედების მიმართ.
  9. ასტიმულირებს სპერმატოგენეზს.
  10. აღსანიშნავია უაღრესად ეფექტური ანტი სიმსივნური, რეზორბციული (გამწოვი) ეფექტი..

ამ თვისებებით არის განპირობებული მცენარის ეფექტური მოქმედება ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

მწვანე კაკლის ყველაზე ეფექტური სამკურნალო ფორმაა სპირტიანი ნაყენი.

ნაყენი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, იოდის ნაკლებობა).
  2. ავიტამინოზი, მომატებული დაღლილობა, ანემია.
  3. მასტოპათია, მკერდის ფიბროადენომა.
  4. რევმატიზმი, პოლიართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი.
  5. დიათეზი, ნეიროდერმატიტი, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი მგლურა, კანის სოკოვანი დაზიანება.
  6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები, გასტრიტი, კოლიტი.
  7. არის ძალიან ეფექტური სისხლის გამწმენდი (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების შემდეგ).
  8. ანდექსიტი, საშვილოსნოს მიომა.
  9. ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა.
  10. გლომერულონეფრიტი.
  11. ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია.
  12. თრომბოფლებიტი.
  13. სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები (ლეიკემიის ჩათვლით).
  14. შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2.
  15. ნერვიულობა და გაღიზიანება.
  16. პარაზიტული ინვაზია.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები