აი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ბრონქიტი იოლად  დაამარცხოთ – ამის ცონდა ყველას სჭირდება ! 

1195

აი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ბრონქიტი იოლად  დაამარცხოთ – ამის ცონდა ყველას სჭირდება ! 

ვფიქრობ, ამ რეცეპტის დაბეჭდვა სწორედ დროული იქნება — წელიწადის ამ დროს ხომ ბევრი ცივდება. მე კარგა ხანია ვხმარობ შინ მომზადებულ კრაზანას ნაყენს, რომელიც ძალიან უხდება ხველას და ბრონქიტს:

7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2ლ არაყი, დადგით სიბნელეში 2 კვირით, შემდეგ გაფილტრეთ. ამ ნაყენით დაიზილეთ გულმკერდი, ზურგი და ფეხები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ სიცხე გაქვთ, პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება:

1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კრაზანას ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ, არ გაფუჭდება.

აურიეთ ერთმანეთში 0,5 კგ თაფლი, 0,5 კგ ღორის მუცლის ქონი, 5 სუფრის კოვზი
ძირტკბილას დაფხვნილი ფესვი. შედგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე.

გადმოდგით, დაამატეთ 250 მლ კონიაკი და გადაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

მომინანქრებულ ქვაბში ვყრით 1 სუფრის კოვზ სალბს და ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა რძეს.
ვახურავთ სახურავს და წამოვადუღებთ ნელ ცეცხლზე. ცოტა ხანს ვაჩერებთ, გადავწურა-
ვთ და ისევ წამოვადუღებთ. უნდა დაილიოს ცხელი, ძილის წინ.

ხველის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა ასეთი ნარევიც: ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ახალ ნაღების კარაქს, 2 კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ პურის ფქვილს, 2 ჩაის კოვზ თაფლს. კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვიღებთ დღეში რამდენიმე ულუფად.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი გაზაფხულის ფურისულას ფესვი, 2 ჩაის, კოვზი ცერეცოს თესლი და 2,5 ჩაის კოვზი ვირისტერფას ფოთოლი. ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 8 საათს გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 3 ულუფად ჭამიდან თითო საათის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები