ეს ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – ხაჭო კოსმეტოლოგიაში ნამდვილი აღმოჩენაა

260

ეს ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – ხაჭო კოსმეტოლოგიაში ნამდვილი აღმოჩენაა

ხაჭოს კალორია (ცხიმიანობა 4%) – 136 კკალ.

საკვები ღირებულება: 

  • ცილები – 21  გრ
  • ცხიმები – 4  გრ
  • ნახშირწყლები – 3  გრ
  • ორგანული მჟავები – 1,2  გრ
  • წყალი – 69,6  გრ
  • ნაჯერი ცხიმჟავები – 2,5  გრ
  • ქოლესტერინი – 11  მგრ
  • მონო და დისახარიდები – 3  გრ

ვიტამინები:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge
  • ვიტამინი A – 0,028  მგრ
  • ვიტამინი PP – 0,4  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,018  მგრ
  • ვიტამინი A – 31  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,26  მგრ
  • ვიტამინი C – 0,5  მგრ
  • ვიტამინი D – 0,13  მკგრ
  • ვიტამინი E – 0,1  მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 3,9  მგრ

ბალზაკის ასაკის ქალბატონი მოგმართავთ, რომელმაც კარგად იცის თავის მოვლის
ფასი. პირადად მე არც მოშვებულ კანს ვუჩივი და არც სახის ცუდ ფერს.

მინდა, სხვა ქართველი ქალებიც ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, გაგანდოთ კანის მოვლის რამდენიმე საიდუმლო.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ბურღული, 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო
და დანის წვერით — საჭმელი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ხის კოვზით.

თუ ხაჭო მშრალია, დაუმატეთ რძე. ნარევი სქლად წაისვით სახეზე, გარდა თვალების გარშემო არისა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

დილის პირის ბანის პროცედურა:

რძე სანახევროდ განაზავეთ თბილი ანადუღარი წყლით. ამ ნაზავით დაიბანეთ პირი და არ შეიმშრალოთ, ისე გაიშრეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

საღამოს პროცედურა:

სითბოში ნადგამი მაწონი გაწურეთ 4-კეც დოლბანდში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი
ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და 10 წუთს გაიჩერეთ. ამის შემდეგ სახე რამდენიმეჯერ
გაიწმინდეთ შრატით.

არაჟნის ნიღაბი კანს კვებავს და არბილებს. კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად:

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო და მწიკვი წმინდა მარილი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე. 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები