სასწაულმოქმედი ძმარი: სახლში დამზადების მარტივი ტექნოლოგია და გამოყენების წესი სხვადასვა დაავადების დროს ! 

3400

სასწაულმოქმედი ძმარი:  სახლში დამზადების მარტივი ტექნოლოგია და გამოყენების წესი სხვადასვა დაავადების დროს ! 

საკვებით მოწამვლისას: ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 5 წუთში
ერთხელ თითო ყლუპი სვით, მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.

შემდეგ მეორე ჭიქა მოამზადეთ და ამჯერად ყოველ 5 წუთში 2 ყლუპი მიიღეთ, მესამე ჭიქა კი სვით 15 წუთიანი შუალედებით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ ფაღარათი და გულისრევა გაგიგრძელდათ, სვით წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი მთელი დღის განმავლობაში, ვახშმად კი ცოტაოდენი მსუბუქი საკვები მიირთვით.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღე ყოველი ჭამის დროს სვით თითო ჭიქა ნარევი.

ვაშლის ძმრის მომზადების წესი:

ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები ამოაჭერით, დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილად.

ფაფა მოათავსეთ სათანადო ზომის მომინანქრებულ ქვაბში. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი (0,5ლ 0,4 კგ ვაშლზე). ყოველ ლიტრ წყალზე დაუმატეთ 100 გთაფლი ან შაქარი, 10გ პურის საფუარი და 20 გგამომშრალი შავი პური.

ჭურჭელი თავახდილი დადგით 20-30 გრადუს ტემპერატურაზე. ძმარმჟავას დუღილს ხელს შეუწყობს ცოტაოდენი (შაქრის ნივთიერების 20%-ზე ნაკლები) სპირტი.

გარდა ამისა, საჭიროა მუდმივი ტემპერატურა და ნარევის რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ჰაერთან (აერობული ფერმენტაცია).

ჭურჭელი შეიძლება იყოს მინის ქილები), ხის (თავღია კასრი) ან მომინანქრებული, მაგრამ აუცილებლად სიბნელეში უნდა დადგათ, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს აბრკოლებს.

ფერმენტაციის პირველი სტადია: ჭურჭელი 10 დღით დადგით სითბოში (20-30 გრადუს
ტემპერატურაზე). ვაშლის ფაფა დღეში 2-3-ჯერ აურიეთ ხის კოვზით, შემდეგ მოათავსეთ დოლბანდის ტომარაში და გაწურეთ.

მიღებული წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ დოლბანდში, აწონეთ და ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში.

თითოეულ ლიტრ წვენს შეიძლება
დავუმატოთ 50-100 გრამი თაფლი ან შაქარი, ვურიოთ, ვიდრე მასა სრულიად ერთგვარო-
ვანი არ გახდება.

ფერმენტაციის მეორე სტადია: ქილას გადააფარეთ დოლბანდი, პირი მოუკარით და დუღილის გასაგრძელებლად სითბოში დადგით. დუღილი დასრულებულად ითვლება, როცა სითხე დაწყნარდება და დაიწმინდება.

ვაშლის ძმრის დასამზადებლად 40-60 დღეა საჭირო. ჩაასხით ბოთლში (გაფილტრეთ
დოლბანდგადაფარებულ ძაბრში), თავი დაუცეთ და სიგრილეში შეინახეთ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები