ოსტეოქონდროზის მკურნალობისას საიმედო საშუალებად გვევლინება ხალხური მედიცინა : გვთავაზობს ბალახეულ  ნაყენებს !

1957

ოსტეოქონდროზის მკურნალობისას საიმედო საშუალებად გვევლინება ხალხური მედიცინა : გვთავაზობს ბალახეულ  ნაყენებს !

ოსტეოქონდროზის წარმოქმნის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არის რიგი ფაქტორები, რომლებიც უწყობენ ხელს მის განვითარებას.

კერძოდ:

  • ხერხემლის ტრავმები.
  • ხერხემლის დგომის დარღვევები.
  • მემკვიდრეობითი ფაქტორი – ახლო ნათესავებში ოსტეოქონდროზის არსებობა ზრდის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკს.
  • ბრტყელტერფიანობა.
  • მეტაბოლიზმის დარღვევა.
  • გამუდმებული დატვირთვა ხერხემალზე.
  • მძიმე ფიზიკური სამუშაო.
  • ჭარბი წონა.
  • ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესი.
  • ქრონიკული ინფექციური დაავადებები.
  • მუდმივი სტრესი.
  • არასწორი კვება, სწრაფი კვების გადამეტებული მოხმარება, მარილიანი, მწარე და ცხიმიანი საკვების მიღება.
  • არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
  • ჰიპოდინამია.
  • ორგანიზმის ხშირი გაციება;
  • კომპიუტერთან გამუდმებული ჯდომა და სხვა მსგავსი სახის სამუშაო.
  • საზიანო ჩვევები (თამბაქოს და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება).
ოსტეოქონდროზის სიმპტომები

დაავადების ძირითად კლინიკურ გამოვლინებად ითვლება.

ძლიერი ტკივილი ხერხემლის არეში, რომლის გაყუჩებაც დროდადრო მხოლოდ მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

  • კუნთების სპაზმები.
  • კიდურების დაბუჟება.
  • კიდურებში ტეხვის შეგრძნება; თავის ტკივილი, რომლებიც იწყება თავის თხემიდან და ვრცელდება შუბლის მიმართულებით.
  • ხერხემლის არტერიის სინდრომი.
  • ტკივილები კისრის არეში, რომლებიც ძლიერდება მოძრაობის დროს.
  • თავბრუსხვევა, ზოგჯერ გონების დაკარგვაც.
  • ფერადი ლაქები და სილურჯე თვალის არეში.
  • ტკივილები გულ-მკერდის არეში.
  • სიცივე ქვედა კიდურებში.
  • ჭვალი ზურგის არეში.
  • ნეკნებსშორისი ნევრალგია.
  • მარილების დაგროვება.
  • კანის სიმშრალე და აქერცვლა.
  • არტერიული სპაზმები.
  • ჭარბოფლიანობა.
  • ფეხის კანის ტემპერატურის კლება.
  • იაფი ავიაბილეთები avia.ge
    იაფი ავიაბილეთები avia.ge

    ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზით ავადდება, ხერხემლის კისრის და წელის ნაწილი, რადგან ყველაზე დაზიანებული სწორედ ეს ნაწილებია. ტკივილი წარმოიქმნება დაცემინებისას, დახველებისას ან მკერდის კუნთების დაჭიმვისას. თუ ეს სიმპტომები შეიმჩნევა ორ კვირაზე მეტ ხანს აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს და გაიარეთ შესაბამისი შემოწმება.

    გთავაზობთ სამკურნალო საშუალებებს ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან:

    დაფქვით კულმუხოს ფესვები (2 ს.კ.), დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააგრილეთ და გადაწურეთ. ნაყენის კომპრესებს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (კომპრესი დაიდეთ 3 საათით).

    წვრილად დაჭერით მწარე წიწაკა (2 ც.) დაასხით მცენარეული ზეთი და გააჩერეთ ერთი კვირა. მიღებული ზეთი შეიზილეთ დღეში ორჯერ. ნაყენს აქვს გამახურებელი ეფექტი.

    დაფქვით დაფნის ფოთოლი და ღვია (1-1 კ.) შეურიეთ კარაქს და შეინახეთ მაცივარში 12 საათით. მალამო უნდა შეიზილოთ 2-ჯერ დღეში. ეფექტურია კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობისას.

    გახეხილი უმი კარტოფილი შეურიეთ თაფლს პროპორციით 1 : 1-ზე. კომპრესი გაიჩერეთ მინიმუმ 2 საათი. ის ამცირებს ტკივილს, ათბობს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეკომენდირებულია გულ-მკერდის ოსტეოქონდროზის დროს.

    ერთმანეთს შეურიეთ ღორის ქონი (უმარილო) და სვიის გირჩები (1:1). მაზი წაისვით დღეში სამჯერ გულ-მკერდის არეში.

    ახალგაზრდა არყის ხის, ახლად მოკრეფილი, ფოთლები დაიდეთ წელზე და მჭიდროდ შემოიხვიეთ ბინტი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 12 საათის შემდეგ.

    Facebook კომენტარები