როცა თავის ტკივილი გტანჯავთ ეს წამალი გამოიყენეთ – ავადმყოფობა დაგავიწყდებათ ! ! 

1855

როცა თავის ტკივილი გტანჯავთ ეს წამალი გამოიყენეთ -ავამყოფობა დაგავიწყდებათ! 

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ თავის ტკივილის მიზეზი, რომ არ ვავნოთ თავს თვითმკურნალობით. აი, თავის ტკივილის მოხსნის რამდენიმე რეცეპტი.

უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც ავლენს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ან ფარულ პათოლოგიას, რაც  საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამ სიმპტომის ხშირი მიზეზებია: 

  • სისხლძარღვოვანი დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია,
  • ქალასშიდა წნევის მომატება (ჰიდროცეფალიის, თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების დროს),
  • შაკიკი,
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია,
  • ქალა-ტვინის და ქალას ძვლების მოტეხილობა,
  • პოსტტრამული მდგომარეობები,
  • მედიკამენტების ჭარბი მოხმარება,
  • ანთებითი მოვლენები მიმდინარე ცხვირის დანამატ ღრუებსა და თვალის მიდამოში,
  • ვირუსული დაავადებები.

თავის ტკივილის პროვოცირება ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

  • კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ,
  • ემოციურმა გადაძაბვამ ხშირი სტრესული სიტუაციების დროს,
  • არაჯანსაღი საკვების მიღებამ,
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ,
  • მზეზე დიდხანს ყოფნამ და სხვა.

- რა სახის თავის ტკივილები არსებობს?
არსებობს ე.წ პირველადი და მეორადი თავის ტკივილი.

პირველადი არის უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც არაა გამოწვეული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით. მისი დიაგნოსტიკა ხდება, ძირითადად, ანამნეზის შეკრებით და კლინიკური გასინჯვით. მისი სახეებია:

  • შაკიკი,
  • დაძაბულობის ტიპის  თავის ტკივილი
  • და ე.წ ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები.

შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და ვლინდება ცალმხრივი და მფეთქავი თავის ტკივილით, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში  წინ უსწრებს უგუნებობა, მხედველობითი და სმენითი დარღვევები.

ტკივილი გრძელდება 72 საათამდე, რის დროსაც ადამიანი არის შრომის უუნარო, ფიზიკური აქტივობა უძლიერებს ტკივილს და არჩევს სიწყნარეში და სიბნელეში წოლას.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით პიტნა და თავშავა. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე, დააყენეთ შეფუთული 30
წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ.

მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 1 ს.კ. ბარამბოს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ ნახევარი საათი და მიიღეთ 1–2 ს.კ. 5–6–ჯერ დღეში.

ბარამბო შველის არა მარტო თავის ტკივილის, არამედ გულის ტკივილის, უძილობის, გაძლიერებულ გულისცემის, თავბრუსხვევის, სისხლნაკლებობის,
მტკივნეული თვიურების დროს.

თავის ტკივილს შველის თავშავას ბალახი (მოამზადეთ ბარამბოს მსგავსად). მიიღეთ 0,5-1 ჩ.ჭ. 2–3–ჯერ დღეში. თავშავას მიღება აკრძალულია ფეხმძიმე ქალებისთვის.

frenis kompensacia
frenis kompensacia